© იუნისეფი/საქართველო/ჯაკომო პიროცი

 

• შესაძლებელია გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) საქართველოს წარმომადგენლობას ვთხოვოთ პროექტის დაფინანსება?

 

იუნისეფის ძირითადი პარტნიორი და დაფინანსების მიმღებია საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, ზოგიერთი პროგრამის განხორციელებაში ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, იმ შემთხვევაში, თუ მათი მონაწილეობა მკაფიოდაა განსაზღვრული იუნისეფისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის პროგრამაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შერჩევა, როგორც წესი, ხდება კონკურსის შედეგად კონკრეტული ტექნიკური ცოდნის, პროფესიონალური უნარებისა და გამოცდილი კადრების არსებობის საფუძველზე. აგრეთვე, გათვალისწინებულია ორგანიზაციის მიერ გეოგრაფიული არეალის მოცვისა და მარგინალური ჯგუფების ინტერესების გამოხატვისა და მათი ჩართვის უნარი.


• შესაძლებელია იუნისეფის მიერ ბავშვის სპონსორობა?

 

იუნისეფი არ ახორციელებს ინდივიდუალური ბავშვისა თუ ოჯახის სპონსორობას. ამის ნაცვლად, ჩვენ მხარს ვუჭერთ გრძელვადიან პროგრამებს 150 ქვეყანაში, სადაც ვეხმარებით მთავრობებსა და ადგილობრივ მოსახლეობას იმ აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფაში, რომლებიც აუცილებელია ყველა ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.  


• როგორ მოვიპოვოთ საინფორმაციო მასალები იუნისეფისგან?

 

იუნისეფის  პუბლიკაციების მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იუნისეფის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის განყოფილებას.

საკონტაქტო პირი:
ნინო ძოწენიძე
პროგრამის ასისტენტი
ტელ: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30 ext. 229
ფაქსი: (995 32) 2 25 12 36
ndzotsenidze@unicef.org


• შესაძლებელია იუნისეფის საქართველოს ოფისში პრაქტიკის გავლა?

 

იუნისეფში პრაქტიკის გავლის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იყოს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის კურსდამთავრებული საერთაშორისო ან განვითარების, ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების,
ან მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებულ სფეროში  (ორგანიზაცია არ მიიღებს განაცხადს სკოლის მოსწავლის ან ბაკალავრიატის სტუდენტისგან ან კანდიდატისგან,
რომელიც იმ მომენტისათვის არ არის ჩარიცხული აკადემიურ პროგრამაში);
ბ) კარგად უნდა იცოდეს ინგლისური ენა;
გ) უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დადასტურებული უნდა იყოს უნივერსიტეტის ან ინსტიტუტის დოკუმენტებით; და
დ) მის პრაქტიკანტობას მხარს უჭერდეს მასპონსორებელი უნივერსიტეტი, შესაბამისი ინსტიტუტი ან მთავრობა.
აგრეთვე, ყურადღება მიექცევა სამუშაო გამოცდილებასაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ აპლიკანტი არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, მისი განცხადება არ განიხილება.

 

აპლიკანტმა განცხადება უნდა გაუგზავნოს იუნისეფის ადმინისტრაციას (epajishvili@unicef.org). თუ განაცხადი დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, კანდიდატის მონაცემები შეინახება შესაძლო
სამომავლო გამოყენებისთვის. საჭიროების შემთხვევაში კანდიდატს დაუკავშირდებიან. 


• რა პროცედურით ხდება კონსულტანტის აყვანა იუნისეფში?

 

საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონსულტანტის საჭიროება განსაზღვრულია საქართველოს მთავრობისა და იუნისეფის ერთობლივ სამოქმედო გეგმაში.
კონსულტანტების შერჩევა ხდება ღია კონკურსის მეშვეობით.

ტენდერი, ჩვეულებრივ, ცხადდება ვებ–გვერდებზე: www.unicef.ge, www.jobs.ge  და www.hr.com.ge.


• როგორ შეიძლება იუნისეფის საქართველოს ოფისში არსებული ვაკანსიების ნახვა?

 

პერიოდულად იუნისეფს შეიძლება ჰქონდეს მოკლე ან გრძელვადიანი ვაკანსია. ნებისმიერი ვაკანსია ოფიციალურად ქვეყნდება ვებ–გვერდებზე: www.unicef.ge და www.jobs.ge.


 

Join / Follow / Connect