ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, მეოთხე ეტაპი, 2015 წელი

 

წინამდებარე ანგარიში ეფუძნება მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის (Welfare Monitoring Survey (WMS)) მეოთხე ეტაპს. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა არის ოჯახების პანელური გამოკითხვა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. 2015 წლის კვლევის ფარგლებში 4533-მა შინამეურნეობამ შეავსო შესაბამისი კითხვარები და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით. კვლევა შეისწავლის ისეთი სოციალური მოვლენების გავრცელების არეალს, როგორებიცაა სამომხმარებლო სიღარიბე, მატერიალური დეპრივაცია, სუბიექტური სიღარიბე თუ სოციალური გარიყულობა, და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალური ტრანსფერების როლსა და ბავშვთა კეთილდღეობას. 

 

ანგარიშის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ

Join / Follow / Connect