ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში - საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, მესამე ეტაპი, 2013 წელი

 

წინამდებარე ანგარიში ეფუძნება მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის (Welfare Monitoring Survey (WMS)) მესამე ეტაპს. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა არის ოჯახების პანელური გამოკითხვა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. 2013 წლის კვლევის ფარგლებში 3726-მა შინამეურნეობამ შეავსო შესაბამისი კითხვარები და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით. კვლევა შეისწავლის ისეთი სოციალური მოვლენების გავრცელების არეალს, როგორებიცაა სამომხმარბლო სიღარიბე, მატერიალური დეპრივაცია, სუბიექტური სიღარიბე თუ სოციალური გარიყულობა, და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალური ტრანსფერების როლსა და ბავშვთა კეთილდღეობას.

 

დოკუმენტის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ

Join / Follow / Connect