ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის ანგარიში (1 აპრილი - 1 ივლისი, 2016)

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს პროექტს „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება“, რომლის ერთ ერთი კომპონენტია  ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგი.


მედიამონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა  უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია. მონიტორინგი 2016 წლის 1 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩატარდება.


წინამდებარე შუალედურ ანგარიშში მოცემულია 2016 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შეჯამება. შეფასებულია სხვადასხვა ტიპის მედიის თავისებურებები, ასევე წარმოდგენილია ძირითადი ტენდენციები და შესწავლილი მასალების  დეტალური ანალიზი, გამოკვეთილი ხარვეზები და რეკომენდაციები.


ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა ბავშვთა საკითხების გაშუქების შეფასებას, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

 

დოკუმენტის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ

Join / Follow / Connect