ბავშვთა კეთილდღეობა და სოციალური დაცვა საქართველოში: მასალები სოციალური დაცვის უფრო მეტად ინკულზიურ ეროვნულ სისტემაზე გადასვლისთვის

 

უკანასკნელ წლებში საქართველომ შთამბეჭდავ წინსვლას მიაღწია ბავშვთა შორის სიღარიბის შემცირების საკითხში და 2009-დან 2013 წლამდე ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი 49 პროცენტიდან 28 პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, გარკვეულ პერიოდებში სიღარიბის მაჩვენებლები ნიღბავს იმ რეალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მოსახლეობის წინაშე. როგორც ამ ანგარიშშია ნაჩვენები, საქართველოში მაცხოვრებელი ბავშვების უმრავლესობა ცხოვრობს ოჯახებში, რომელთა შემოსავალიც ძალიან არასაიმედოა, ხოლო მათი საცხოვრებელი პირობები - არახელსაწყრელი ბავშის განვითარებისთვის. ნებისმიერ საზოგადოებაში, შინამეურნეობის მოხმარება და შემოსავლები ძალიან ცვალებადია დროთა განმავლობაში, ვინაიდან ოჯახებს აქვთ კრიზისული მომენტები და შოკები, ან ეძლევათ სხვადასხვა შესაძლებლობაც. სიღარიბის თემის ნებისმიერ ანალიზში, რომლის მიზანიც არის ინფორმირება სოციალური პოლიტიკის საკითხებზე, გათვალისწინებული უნდა იყოს შინამეურნეობის მოხმარებისა და შემოსავლების დინამიკური ხასიათი.

 

“კეთილდღეობის მონიტორინგის” (WMS) პანელურ კვლევაში 2009, 2011 და 2013 წლებში გამოკითხულია ერთი და იგივე შინამეურნეობები, რის შედეგადაც, შესაძლებელია გამოკითხულ შინამეურნეობებში დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ჩვენება. შესაბამისად, ეს გვაძლევს ამ შინამეურნეობების წინაშე მდგარი გამოწვევების იმაზე ბევრად უფრო ღრმა ანალიზის გაკეთების საშუალებას, ვიდრე შესაძლებელი იქნებოდა დროის ერთ მონაკვეთში ჩატარებული შინამეურნეობების კვლევის ანალიზის შემთხვევაში.

 

დოკუმენტის ჩამოსატვირთად დააკლიკეთ აქ

Join / Follow / Connect