ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში - III ეტაპი”. პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: მედიის მონიტორინგი, ვორკშოფი ჟურნალისტებისთვის, თვითრეგულირების მექანიზმის გააქტიურება და ბავშვთა საკითხებზე მომზადებული სიღრმისეული ნამუშევრების გამოვლენა. მონიტორინგის მიზანია ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა და ბავშვთა აღიარებულ უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი. მონიტორები აკვირდებ იან მედიაში გასულ ყველა იმ მასალას , რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ბავშვებს.

 

დოკუმენტის ჩამოსატვირთად დააკლიკეთ აქ

Join / Follow / Connect