ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის ანგარიში (1 აპრილი - 1 დეკემბერი, 2016)

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს პროექტს „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება“, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია  ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგი. 

 

მედიამონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა  უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია.  

 

წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია 2016 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგები. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა ერთი შუალედური ანგარიშიც. ანგარიში არ მოიცავს აგვისტოს პერიოდს.  

 

დოკუმენტში გაანალიზებულია ბავშვთა საკითხების გაშუქებისას გამოკვეთილი ხარვეზები, ტენდენციები. ანგარიშს თან ერთვის რეკომენდაციებიც.  აგრეთვე მიმოხილულია საბავშვო არხების მიერ მომზადებული მასალები და ცენტრალურ არხებზე გასული საბავშვო გადაცემების ანალიზი.  

 

ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა ბავშვთა საკითხების გაშუქების შეფასებას, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

 

დოკუმენტის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ

Join / Follow / Connect