საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა - მოკლე მიმოხილვა - 2018

წინამდებარე შემოკლებული ანგარიში ეყრდნობა მონაცემებს საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევიდან. ეს კვლევა ერთობლივად ჩაატარეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC), საერთაშორისო კონსულტანტის ხელმძღვანელობით.


ადრეული ზრუნვისა და განათლების ხარისხის ევროპული ჩარჩო გამოყენებული იქნა, როგორც ჩარჩო საქართველოში საჯარო დაწესებულებებში სკოლამდელი განათლების ხარისხის ანალიზისთვის შემდეგი ხუთი მიმართულებით: ხელმისაწვდომობა, პერსონალი, კურიკულუმი (საგანმანათლებლო პროგრამა), მონიტორინგი და მართვა. ამასთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი ეროვნული სტანდარტები (ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სტანდარტები) აგრეთვე იქნა გამოყენებული კვლევაში იმ ძირითადი გამოწვევების გამოსავლენად, რომლებიც მათი განხორციელებისას წამოიჭრება. მეთოდოლოგია მოიცავდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დარგის ანალიზს პოლიტიკის დონეზე (ეროვნული სტანდარტების გან- ხილვა, ინტერვიუები პოლიტიკის შემქმნელებთან და ფოკუს ჯგუფები ძირითად მონაწილე მხარეებთან), ყველა მუნიციპალიტეტის (64) რაოდენობრივი გამოკითხვა და 22 ფოკუს ჯგუფი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში (სულ 124 მონაწილე, მათ შორის, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერები, აღმზრდელები, სპეციალური პედაგოგები, ფსიქოლოგები, მეთოდისტები, მშობლები, ლექტორები).


დოკუმენტის სანახავად დააკლიკეთ აქ.

Join / Follow / Connect