გაეროს ბავშვთა ფონდი ებრძვის სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ საქართველოში ინოვაციური საჯარო კამპანიის მეშვეობით
გაეროს ბავშვთა ფონდი ებრძვის სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ საქართველოში ინოვაციური საჯარო კამპანიის მეშვეობით
იუნისეფი/საქ-2017/ხეთაგური

 

''ხალხი ჯერ შენს შეზღუდულ შესაძლებლობას ხედავს და  მხოლოდ შემდეგ პიროვნებას'' 


თებერვალი, 2017 წ. #დაინახეყველაფერი, სოციალურ ცვლილებაზე მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის პრეზენტაცია შედგა 23 თებერვალს თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. კამპანიის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართვა და მათ მიმართ არსებულ სტიგმასთან ბრძოლა. 

 

საგამოფენო დარბაზი სავსე იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებითა და ახალგაზრდებით, რომელთაც ეხმარება აღნიშნული კამპანია, და მათი მშობლებით, მასწავლებლებითა და მეგობრებით. შესვლისთანავე, სტუმრებს ურიგდებოდათ ფერადი გზამკვლევი, რომელიც მათ უძღვებოდა ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ინტერაქტიური აქტივობისკენ

 

იუნისეფი/საქ-2017/ხეთაგური

 

ერთ-ერთი პირველი გაჩერება იყო მითებისა და რეალობის ჭა, რომელიც ცდიდა სტუმრების ცოდნას საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების  ცხოვრების რეალობის შესახებ. შემდეგი გაჩერება ხელოვნების და ხელსაქმის კუთხე იყო. ერთ მხარეს იდგა მოზარდების ჯგუფი ფუნჯებითა და საღებავებით და აფერადებდა ხისგან გამოკვეთილ სხვადასხვა ფიგურებს, რომლებიც შემდეგ მაცივარზე მისაკრავ დეკორატიულ მაგნიტებად გარდაიქმნებოდა. მეორე მხარეს კი, გამოფენისა და გაყიდვის მიზნით, წარმოდგენილი იყო დასრულებული პროდუქცია. ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი თეოდორა, რომელიც ზღაპრის პრინცესას გავდა, ენერგიულად ფარავდა მწვანე ფერით მომავალ დინოზავრ-მაგნიტს. დედამისმა ლიამ გამაცნო ქალიშვილი და მოკლედ მომიყვა მისი პრობლემებისა და გამოწვევბის შესახებ: „თეოდორას დაუნის სინდრომი აქვს. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ის და შეზღუდული შესაძლებლბის მქონე სხვა ბავშვები აწყდებიან, სტიგმაა. ჩვენ შეგვიძლია ამ სტიგმის, უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა, თუ მოვყვებით მათ ისტორიებს. ეს რეალური ისტორიებია, ჩვენი საკუთარი ისტორიები. ამ გზით შესაძლებელია საზოგადოების შეცვლა.“ 

 

იუნისეფი/საქ-2017/ხეთაგური


გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე მეტი ატარებს სტიგმას ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვის მქონე ბავშვების მიმართ მწირი ან არასწორი ცოდნის და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, რასაც იწვევს შიში, მითები და სტერეოტიპები. ამ ყველაფრის ერთობლიობა წარმოშობს სტიგმას, რომელიც  აფერხებს მათ პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განვითარებას, რეალურად უკან ხევს მათ და შემდგომში იწვევს მათ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრული პირების, გარიყვას უწყვეტი ციკლის განმავლობაში

 

პრეზენტაციაზე ასევე, წარმოდგენილი იყო თავსატეხების კუთხე, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თავი გამოეცადათ „ფაზლების“ აწყობაში, აუდიო-ვიზუალის კუთხე, სადაც ნახავდით მოკლე ვიდეოებს, რომლებიც გვიჩვენებდნენ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს და მათ სხვადასხვა ნიჭს, და კულინარიის მასტერკლასი, სადაც წინსაფრიანი ბავშვები იდგნენ მაგიდებთან და აკეთებდნენ სენდვიჩებს დასაგემოვნებლად. ბოლოს იდგა კეთილი ნების ელჩების მაგიდა, სადაც სტუმრები ეწერებოდნენ იმ მოხალისეთა სიებში, რომლებსაც სურთ აქტიურად შეუერთდნენ კამპანიას.  

 

იუნისეფი/საქ-2017/ხეთაგური

 

კამპანია ნოვატორულია, რამდენადაც იგი დაიგეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებთან ერთად,“ აღნიშნა ლაილა გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, საგამოფენო დარბაზში უხვად შეკრებილ ხალხთან მისალმებისას. “მისი მიზანია შეცვალოს ის მდგომარეობა, თუ როგორ აღვიქვამთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომელიც საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გარიყული ჯგუფიამათ მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულების გამო. გავიცანი 14 წლის გოგონარომელმაც მითხრა: „ყველაზე მძიმე ის არის შეზღუდულობაში, რომ ხალხი ჯერ შენ შეზღუდულ შესაძლებლობას ხედავს და მერე შენ პიროვნებას.“ იმედი გვაქვს, ყველა გააგრძელებს ამ კამპანიაში ჩართულობას და მონაწილეობას.” 

 

იუნისეფი/საქ-2017/ხეთაგური

 

თეონა ყაჭეიშვილმა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის დედაა და ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ღონისძიებაზე, ხაზგასმით აღნიშნა კამპანიის არსი: „საზოგადოება არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა,“ თქვა მან. „ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება სერვისები ჩვენი ბავშვებისთვის. და რა თქმა უნდა, მიმღებლობა.“  

 

კამპანიას უძღვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები. პრეზენტაციაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა წარმოადგინეს კამპანიის გეგმა და მანიფესტი, და ყველას მოუწოდეს მოძრაობაში გაერთიანება. საქართველოს პირველი ლედი პირველი შეუერთდა კამპანიას და მხარდაჭერის პირობა აღუთქვა მას.  

 

იუნისეფი/საქ-2017/ხეთაგური

 

პრეზენტაცია დაბოლოვდა კონცერტით, რომელსაც ასრულებდა მრავალკომპონენტიანი ორკესტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით, რომლებიც უკრავდნენ ქსილოფონსა და დოლებზე, კლავიატურაზე, ციმბალსა და დაირებზე. მათ რამდენიმე მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს, მათ შორის ერთ-ერთი ელექტრონული მუსიკის ცნობილ კომპოზიტორთან ერთად. ორკესტრის მონაწილეებმა გამოავლინეს მუსიკალური ნიჭი ასევე, მუსიკის მინი გაკვეთილებით, რომლებიც მოწვეულ სტუმრებს ჩაუტარეს.  

 

#დაინახეყველაფერი ორწლიანი ანტი-სტიგმა კამპანიაა, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით იუნისეფის მიერ ევროკავშირის და აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითმოძრაობა ფართომასშტაბიანია და  გულისხმობს საინფორმაციო და საჯარო  კამპანიებს, რომლებიც მოიცავს  კონკრეტულ ფოტო და ვიდეოისტორიებს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების შესახებვიდეო და ონლაინ კონკურსებს, რომლებიც მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებას და ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობას, სატელევიზიო გადაცემებსა და სათემო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით.

 

 

 

 

ვიდეოები


   

 

 

   

 

 

 

 

ფოტოისტორიები

 

             

 

             

 

             

 

      

 

 

პუბლიკაციები

 

Join / Follow / Connect