მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული გარემო
მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული გარემო
თეა მაჩაიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხებზე

 

 

ინტერვიუ გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტთან მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხებზე თეა მაჩაიძესთან    

 

▸ რა არის ბავშვზე მორგებული გარემო, როცა მართლმსაჯულების სისტემაზე ვსაუბრობთ?


ბავშვზე მორგებული გარემო, ფართო გაგებით, იგივეა, რაც ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება, ანუ მართლმსაჯულება, რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, მის საჭიროებებსა და უფლებებზე ორიენტირებული. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება  სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ეს კომპონენტებია:

 

1) მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების სპეციალური საკანონმდებლო რეგულირება;

2) ბავშვზე მორგებული ფიზიკური გარემო და პროცედურები;

3) სპეციალიზებული პროფესიონალები.

 

ბავშვზე მორგებული გარემო, ვიწრო გაგებით, აღწერს ფიზიკურ გარემოს და სპეციალურ პროცედურებს, მაგალითად: შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილ, ბავშვზე მორგებულ ფიზიკურ სივრცეს გამოკითხვისა თუ სასამართლო განხილვისთვის, სადაც გამოკითხვა ბავშვზე მორგებული პროცედურითა და მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს.

 

ამ კონცეფციის არსი ისაა, რომ მართლმსაჯულების სისტემასთან შეხებაში მყოფი ბავშვი, იქნება ის მოწმე, დაზარლებული თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი, სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე თავს უნდა გრძნობდეს უსაფრთხოდ, გარემო ხელს უნდა უწყობდეს სამართალწარმოებაში  ბავშვის სრულფასოვან მონაწილეობას და მისი უფლებების რეალიზებას.

 

▸ თუ ვისაუბრებთ გარემოზე ვიწრო გაგებით - ინფრასტრუქტურაზე - კონკრეტულად, რა ინდიკატორები არსებობს, რომ ესა თუ ის შენობა მორგებულია ბავშვზე?

 

საერთაშორისო აქტები, ცხადია, არ აღწერს კონკრეტულად როგორი უნდა იყოს ბავშვზე მორგებული გარემო და მითუმეტეს, არ მიგვითითებს, როგორ უნდა მოვაწყოთ ინტერიერი  კონკრეტული ტიპის სამართალწარმოებისათვის

 

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვზე მორგებული გარემო ბავშვის უფლებების რეალიზებას უნდა უწყობდეს ხელს, შეგვიძლია გამოვყოთ ბავშვზე მორგებული გარემოს კონკრეტული მახასიათებლები. კერძოდ, პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს შენობაში ბავშვისთვის ცალკე შესასვლელი და მოსაცდელი; ცალკე ოთახი ბავშვის ადვოკატთან ან სოციალურ მუშაკთან კონფიდენციალური შეხვედრისთვის; ნაკლებად ფორმალური გარემო, მაგალითად, მრგვალი მაგიდა ან რბილი ავეჯით აღჭურვილი ოთახი  დაზარალებულის გამოკითხვისთვის; სასამართლო დარბაზში არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის გისოსები არ გამოიყენება; მოსამართლეები შემაღლებულზე არ უნდა ისხდნენ; ბავშვი და მოსამართლე ისე უნდა ისხდნენ, რომ ერთმანეთის ესმოდეთ და თვალებით კონტაქტს ინარჩუნებდნენ; ბავშვი მისი მხარდამჭერი პირის გვერდით უნდა იჯდეს და .. შენობა ასევე ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. საინფორმაციო ბროშურები ბავშვზე მორგებული ენით უნდა იყოს დაწერილი და ხელმისწვდომი უნდა იყოს ბავშვებისთვის იმ ადგილებში/დაწესებულებებში, სადაც ისინი შეიძლება მოხვდნენ სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე.  გარემო არ უნდა იყოს მუქი და დეპრესიული, უმჯობესია ნათელი ფერების გამოყენება; ამასთან, გარემო მიზნის შესაბამისი უნდა იყოს - არც საჭიროზე მეტად ოფიციალური  და არც ზედმეტად არაფორმალური.

 

 

გარემოს მოწყობის თვალსაზრისით, ბევრი რამ სახელმწიფოზე და მის რესურსებზეა  დამოკიდებული. ბავშვზე მორგებული სისტემის თვალსაზრისით საუკეთესო შემთხვევად მიიჩნევა ბავშვების და ზრდასრულების სრული განცალკევება, მაგალითად, ცალკე ბავშვთა პოლიცია ან ბავშვთა სასამართლო, რომელიც სრულიად დამოუკიდებელ შენობაში მდებარეობს და მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ასეთი მაღალი ხარისხის სპეციალიზაცია რესურსების სიმწირის გამო ხშირად ვერ ხერხდება.

 

აღნიშნულის შემდგომ, საუკეთესო ვარიანტიაბავშვთა განყოფილებებისშექმნა მართლმსაჯულების  სისტემის შიგნით, მაგალითად: ბავშვთა სასამართლო ცალკე შესასვლელით, საერთო სასამართლოს შენობაში.

 

მესამე ვარიანტია (მინიმალური სტანდარტი) სპეციალიზებული პროფესიონალების გამოყოფა ბავშვთა საქმეებზე, მაგალითად: საერთო სასამართლოების  სისტემაში სპეციალიზებული არასრულწლოვანთა მოსამართლე და განცალკევებული სივრცე ბავშვთა მონაწილეობით საქმეების განხილვისთვის.  

 

გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც უფრო განცალკევებულია სისტემა, მით  უფრო ადვილია  ბავშვზე ორიენტირებული შიდა ორგანიზაციულიკულტურისგანვითარება. ამ მოსაზრებაზე დაყრდნობითრეკომენდებულია ფიზიკურად სრულად განცალკევებული მულტიდისციპლინური ცენტრები, სადაც ყველა მომსახურება და პროფესიონალი გაერთიანებულია ერთ, ბავშვზე მორგებულ სივრცეში (მაგალითად, ბავშვთა სახლი (Barnahus)  ისლანდიაში დაზარალებული და მოწმე ბავშვებისთვის).   

 

▸ რა მიზნებს ემსახურება ბავშვზე მორგებული გარემო?


ბავშვის უფლება, მოუსმინონ მას, მჭიდროდ არის დაკავშირებული გარემოსთანგარემომ  შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას ბავშვს, ან სულაც საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მისთვის.

 

ბავშვზე მორგებული გარემო ემსახურება, ერთი მხრივ, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, კერძოდ, იმას, რომ სამართალწარმოების პროცესში არ მოხდეს ბავშვისთვის ზიანის მიყენება. ამავდროულად, ბავშვზე მორგებული გარემო მართლმსაჯულების ინტერესსაც ემსახურება, რადგან სპეციალიზებული პროფესიონალის მიერ ბავშვზე მორგებული მეთოდოლოგიით ჩატარებული გამოკითხვით მოპოვებული ინფორმაცია გაცილებით უფრო სანდოა.  

 

▸ რა ეტაპზეა საქართველოში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნის პროცესი?


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ადგენს სამართლებრივ გარანტიებს კანონთან კონფლიქტში მყოფი, დაზარალებული და მოწმე ბავშვებისთვის, თუმცა პრაქტიკაში ამ გარანტიების განხორციელება სრულად ვერ ხდება, ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის გამო.   მაგალითად, კოდექსი ადგენს, რომ მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანის  პირადი ცხოვრება და არასრულწლოვანის ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალობა; არასრულწლოვანის გამოკითხვების რაოდენობა  შეძლებისდაგვარად მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი; თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას რეკომენდებულია განხორციელდეს აუდიო - ან ვიდეოჩაწერა, ხოლო  სასამართლო სხდომაზე  მოხდეს აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა.

 

ამ გარანტიების არსებობის მიუხედავად, პოლიციის განყოფილებებში არ არის შესაბამისი სივრცე არასრულწლოვანის ადვოკატთან კონფიდენციალური შეხვედრისთვის. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დაზარალებულის გამოკითხვა შესაძლოა საერთო სივრცეში  ჩატარდეს, პოლიციის სხვა თანამშრომლების ან პოლიციის განყოფილებაში მყოფი სხვა პირების თანდასწრებით. დაზარალებულს ორჯერ ანდა სამჯერ უწევს ჩვენების მიცემა, ვინაიდან ჩვენების ვიდეო და აუდიო ჩაწერა და მისი დემონსტრირება სასამართლო სხდომაზე პრაქტიკაში თითქმის არ ხდება.

 

მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებული გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა მართლმსაჯულების სისტემის  ძირითად უწყებებთან (პოლიცია, პროკურატურა, იურიდიული დახმარების სამსახური, სასამართლო).

 

▸ როგორ არის გაეროს ბავშვთა ფონდი ჩართული ამ პროცესში?

 

გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახოციელებს პროექტსბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“. ამ პროექტის ფარგლებში, იუნისეფის საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით შემუშავდა ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფცია, შეფასდა საქართველოში არსებული მდგომარეობა და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. ექსპერტმა მოინახულა დაწესებულებები და სამსახურები (პოლიციის განყოფილებები, პროკურატურის, სასამართლოს და იურიდიული დახმარების ოფისები თბილისსა და მარნეულში), სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი, დაზარალებული და მოწმე ბავშვები ხვდებიან. ვიზიტის განმავლობაში  გამოყენებული იყობავშვის მსვლელობის იმიტირების“  მეთოდი, რაც

 

Join / Follow / Connect