მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

 

მდგრადი განვითარების მიზანი #1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა


მოცემული მომენტისათვის, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში 30 მილიონი ბავშვი სიღარიბეში იზრდება. რატომ არის მნიშვნელოვანი მიზანი სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა 2030 წლისათვის? 700 მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ცდილობს ყველაზე აუცილებელი საჭიროების, კერძოდ კი ჯანმრთელობის, განათლების, წყლისადმი ხელმისაწვდომობისა და სანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას. ეს ძალიან ბევრი ადამიანია.

 

დიახ. იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც დღეში 1.90 აშშ დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს, დასახლებულია სამხრეთ აზიასა და საჰარის აფრიკაში. ისინი შეადგენენ უკიდურესად ღარიბი ადამიანების გლობალური ჯამური მაჩვენებლის დაახლოებით 70 პროცენტს.


ქვედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია და ნიგერია მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის დაახლოებით ნახევრის სამშობლოა.


თუმცა, აღნიშნული საკითხი აზარალებს განვითარებულ ქვეყნებსაც. მოცემული მომენტისათვის, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში 30 მილიონი ბავშვი სიღარიბეში იზრდება.

 

რატომ არის ამდენი სიღარიბე მსოფლიოში?

 

სიღარიბეს მრავალი განზომილება გააჩნია, მაგრამ მისი მიზეზი მოიცავს უმუშევრობას, სოციალურ გარიყვას და მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების კატასტროფების მიმართ დაუცველობის მაღალ დონეს, ისევე როგორც სხვა ფენომენს, რომელიც ადამიანებს ხელს უშლის იყვნენ პროდუქტიულები.

 

მე ღარიბი არ ვარ. რატომ უნდა ვიზრუნო სხვა ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე?

 

ამისათვის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, იმიტომ უნდა ვიზრუნოთ, რომ რადგანაც ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენი კეთილდღეობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მზარდი უთანასწორობა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ანგრევს სოციალურ ერთობას, ზრდის პოლიტიკურ და სოციალურ დაძაბულობასა და ზოგ შემთხვევაში, არასტაბილურობისა და კონფლიქტების მამოძრავებელი ძალა ხდება.

 

შეგვიძლია კი ამ მიზნის მიღწევა?

 

დიახ. ეკონომისტმა ჯეფრი სახმა გამოითვალა, რომ უკიდურესი სიღარიბის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომდევნო 20 წლის განმავლობაში აღმოფხვრა წელიწადში დაახლოებით 175 მილიარდი აშშ დოლარი ღირს. აღნიშნული ციფრი მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების გაერთიანებული შემოსავლის ერთ პროცენტზე ნაკლებია.

 

ამდენად, რა შემიძლია გავაკეთო ამისათვის?

 

თუკი თქვენ ახალგაზრდა ადამიანი ხართ: თქვენს აქტიურ ჩართულობას პოლიტიკის შემუშავების პროცესში შეუძლია მდგომარეობის შეცვლა სიღარიბის აღმოფხვრის სფეროში. იგი უზრუნველყოფს თქვენი უფლებების მხარდაჭერას, ასევე იმას, რომ ისმოდეს თქვენი ხმა, მოხდეს თაობათა შორისი ცოდნის განაწილება და ინოვაციისა და კრიტიკული აზროვნების წახალისება ყველა ასაკის  ადამიანების ცხოვრებასა და თემებში ტრანსფორმაციული ცვლილებების მხარდასაჭერად.

 

თუ თქვენ ის ხართ, ვინც პოლიტიკას შეიმუშავებს: მთავრობებს შეუძლიათ დახმარება იმგვარი გარემოს შექმნაში, რომელიც პროდუქტიული დასაქმებისა და ღარიბებისა და მარგინალური ჯგუფებისათვის სამუშაოს შესაძლებლობების გენერირების საშუალებას იძლევა. მათ შეუძლიათ სტრატეგიებისა და ფისკალური პოლიტიკის ჩამოყალიბება ღარიბებზე ორიენტირებული ზრდის სტიმულირებისა და სიღარიბის შესამცირებლად.

 

თუკი თქვენ კერძო სექტორში მუშაობთ: კერძო სექტორი, როგორც ეკონომიკური ზრდის ძრავა, მთავარ როლს თამაშობს იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად არის ზრდა, რომელსაც ის ქმნის, ინკლუზიური და აქედან გამომდინარე, ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას. მას შეუძლია ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა ღარიბებისათვის, ეკონომიკის იმ სექტორზე ორიენტაციით, სადაც ღარიბები ყველაზე აქტიურობენ, კერძოდ კი მიკრო და მცირე საწარმოებში და მათთვის, ვინც არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული.

 

თუკი თქვენ ხართ სამეცნიერო ან საგანმანათლებლო საზოგადოების ნაწილი: სამეცნიერო ან საგანმანათლებლო საზოგადოება მთავარ როლს თამაშობს სიღარიბის ზეგავლენის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაში. მეცნიერება უზრუნველყოფს საფუძველს ახალი და მდგრადი მიდგომების, გადაწყვტილებებისა და ტექნოლოგიების შესამუშავებლად, სიღარიბის შემცირების გამოწვევების გადასალახად და მდგრადი განვითარების მისაღწევად. მეცნიერების წვლილი სიღარიბის აღმოფხვრაში მნიშვნელოვანია. მაგალითად, მან შესაძლებელი გახადა ხარისხიანი სასმელი წყლისადმი ხელმისაწვდომობა, შეამცირა წყლით განპირობებული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და გააუმჯობესა ჰიგიენა უხარისხო სასმელ წყალთან და სანიტარული პირობების არქონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად.

Join / Follow / Connect