მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა
მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა

 

გლობალური სასურსათო და სოფლის მეურნეობის სისტემის ძირეული ცვლილებაა საჭირო მსოფლიოში დღეს არსებული 795 მილიონი მშიერი ადამიანის გამოსაკვებად. 2050 წლისათვის ამ რიცხვის კიდევ დამატებით 2 მილიარდი ადამიანით გაზრდაა მოსალოდნელი.

 

მიზანი:

შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.


რატომ?

უკიდურესი შიმშილობა და კვების უკმარისობა კვლავაც რჩება მდგრადი განვითარების ბარიერად და წარმოადგენს ხაფანგს, რომლისაგანაც ადამიანები თავს ადვილად ვერ აღწევენ. შიმშილი და კვების უკმარისობა ნიშნავს ნაკლებად პროდუქტიულ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება უფრო მეტად ერევათ და ამდენად, ხშირად არ ძალუძთ უფრო მეტის გამომუშავება და საარსებო წყაროების გაუმჯობესება. დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იტანჯება შიმშილისაგან, ხოლო მათი უდიდესი უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.


2015 წელს მშიერი ადამიანების (სავარაუდო) რაოდენობა წარმოდგენილი რეგიონების მიხედვით:

აშშ და ევროპა: 14.7 მილიონი ადამიანი

აფრიკა: 232.5 მილიონი ადამიანი

აზია: 511.7 მილიონი ადამიანი

ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები: 34.3 მილიონი ადამიანი

ოკეანიის რეგიონი: 1.4 მილიონი ადამიანი.


თუკი დედამიწაზე ყველასათვის საკმარისი საკვები არსებობს, ჯერ კიდევ რატომ არიან ადამიანები მშიერი?


მოსავლის აღების არასწორი პრაქტიკა, ისევე როგორც საკვების დანაკარგი ხელს უწყობს საკვების სიმწირეს. ომებმაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინეს საკვების ხელმისაწვდომობაზე, ხელი შეუწყვეს რა იმ გარემოს ნგრევას, რომელიც არსებითი იყო საკვების საწარმოებლად.


რატომ უნდა ვიდარდო ამ საკითხზე?


ყველას გვსურს ჩვენს ოჯახებს საკმარისი საკვები ჰქონდეს, ხოლო საკვები იყოს უსაფრთხო და ნოყიერი. მსოფლიოს მასშტაბით შიმშილობის აღმოფხვრა დადებით ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკებზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, თანასწორობასა და სოციალურ განვითარებაზე. შიმშილობის აღმოფხვრა ყველასათვის უკეთესი მომავლის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუკი შიმშილი შეაფერხებს ადამიანის განვითარებას, ჩვენ ვერ შევძლებთ მდგრადი განვითარების სხვა მიზნების, კერძო კი განათლების, ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის მიღწევას.


რა ეღირება შიმშილის აღმოფხვრის მიღწევა?


დამატებითი გამოთვლებით, ჩვენ საშუალოდ დაგვჭირდება კიდევ 267 მილიარდი აშშ დოლარი წელიწადში 2030 წლისათვის მსოფლიოში შიმშილობის აღმოსაფხვრელად. საჭირო გახდება ინვესტიციების ჩადება სოფლად და ურბანულ რაიონებში და სოციალური დაცვის სფეროში, რათა ღარიბ მოსახლეობას გააჩნდეს ხელმისაწვდომობა საკვებზე და შეძლოს საარსებო საშუალებების გაუმჯობესება.


როგორ შემიძლია დახმარება?


თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება - სახლში, სამსახურსა და თემში ადგილობრივი ფერმერების ან ბაზრების მხარდაჭერით და საკვების მდგრადი არჩევანის გაკეთებით, ყველასთვის კარგი კვების უზრუნველყოფის ხელშეწყობითა და საკვების ნარჩენებთან ბრძოლით.


თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ძალა როგორც მომხმარებელმა და ამომრჩეველმა და მოითხოვოთ ბიზნესისა და მთავრობებისაგან გააკეთონ არჩევანი და განახორციელონ ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეალურ ცხოვრებაში შიმშილის აღმოფხვრას. შეუერთდით საუბარს სოციალური მედიის საშუალებებით თუ ადგილობრივ თემებში.


თქვენ ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ შიმშილობის აღმოფხვრის გლობალურ მოძრაობას და შეუერთდეთ შიმშილობის აღმოფხვრის გამოწვევას (www.zerohungerchallenge.org) უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის იმის შესახებაც, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ!

Join / Follow / Connect