მიზანი 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
მიზანი 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

 

იმუნიზაციაზე 1 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას ყოველწლიურად 1 მილიონი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.


ჯეროვანი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.


რას წარმოადგენს მიზანი ამ სფეროში?

ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა და ყველასათვის და ყოველი ასაკის ადამიანისათვის კეთილდღეობის ხელშეწყობა.


რატომ?


ჯანსაღი სიცოცხლის უზრუნველყოფა და ყველასათვის და ყოველი ასაკის ადამიანის კეთილდღეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მდიდარი და წარმატებული საზოგადოებების შენებისათვის.

თუმცა, მიუხედავად უახლოეს წლებში მიღწეული უდიდესი წარმატებისა ადამიანების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების სფეროში, უთანასწორობა კვლავაც გხვდება ჯანდაცვის სექტორში. ყოველ წელს, ექვს მილიონზე მეტი ბავშვი თავის მეხუთე დაბადების დღემდე იღუპება და განვითარებად რეგიონებში მცხოვრები ქალების მხოლოდ ნახევარს გააჩნია ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ მომსახურებაზე.

აივ/შიდსის მსგავსი ეპიდემიები გხვდება იქ, სადაც შიში და დისკრიმინაცია ზღუდავს ადამიანების შესაძლებლობას მიიღონ საჭირო სერვისები და იცხოვრონ ჯანმრთელი და პროდუქტიული ცხოვრებით.

ჯეროვანი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისადმი ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა. სწორედ ამიტომაც, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი ახალ შესაძლებლობებს იძლევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველას და არა მხოლოდ ყველაზე მდიდრებს მიუწვდებოდეს ხელი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტებისადმი.


ამ ეტაპისათვის რა სახის წარმატებას მივაღწიეთ?


უდიდესი წარმატება იქნა მიღწეულ მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის ბავშვთა და დედათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც აივ ინფექციასთან/შიდსთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლაში. დედათა სიკვდილიანობა 1990 წლის შემდეგ თითქმის 50%-ით შემცირდა. წითელას აცრებმა 2000 წლის შემდეგ თითქმის 15.6 მილიონი ადამიანის სიკვდილი აგვაცილეს თავიდან. ხოლო, 2014 წლის ბოლოსათვის, 13.6 მილიონ ადამიანს მიუწვდებოდა ხელი ანტირეტოვირუსულ თერაპიაზე.

გრძელი გზა კი გამოვიარეთ, მაგრამ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს, რეალური პროგრესი ნიშნავს ჯანდაცვის უნივერსალური დაფარვის არსებობას, ძირითადი მედიკამენტებისა და აცრების ხელმისაწვდომობას, ქალების სრულ წვდომას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებებზე და ბავშვთა სიკვდილიანობის მნიშვნელოვან შემცირებას.


რა ეღირება ამ მიზნების მიღწევა?


ყველასათვის ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა მტკიცე ვალდებულების აღებას მოითხოვს, თუმცა სარგებელი გადაწონის ხარჯებს. ჯანმრთელი ადამიანები ქმნიან ჯანსაღი ეკონომიკის საფუძველს. მაგალითად, თუ ჩვენ 1 მილიარდ აშშ დოლარს დავხარჯავთ იმუნიზაციის მოცვის გაფართოებაზე, რომელშიც შევა გრიპის, ფილტვების ანთებისა და სხვა თავიდან აცილებადი დაავადებები, ყოველწლიურად სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ 1 მილიონ ბავშვს. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სფეროში მიღწეულმა გაუმჯობესებამ შედეგად მოიტანა ყველაზე ღარიბ ქვეყნებში შემოსავლის 24 პროცენტით გაზრდა.

უმოქმედების ღირებულება კიდევ უფრო მეტია - მილიონობით ბავშვი კვლავაც გამოესალმება სიცოცხლეს თავიდან აცილებადი დაავადებებით, ქალები გარდაიცვლებიან ორსულობისა და მშობიარობისას, ჯანდაცვის ხარჯები მილიონობით ადამიანის გაღარიბების მიზეზი გახდება. მხოლოდ არა ინფექციური დაავადებები დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს მომდევნო 15 წლის განმავლობაში 7 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდება.


როგორ შემიძლია დახმარება?


თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ და დაიცვათ თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა კარგად გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებით, უსაფრთხო სექსის ქონითა და თქვენი შვილებისათვის აცრის გაკეთებით.

თქვენ შეგიძლიათ ინფორმირებულობის გაზრდა თქვენს თემში ჯეროვანი ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების სტილის მნიშვნელობის შესახებ, ისევე როგორც ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებისადმი ადამიანის უფლების შესახებ.

იმოქმედეთ სკოლების, კლუბების, გუნდებისა და ორგანიზაციების მეშვეობით და ხელი შეუწყვეთ ყველასათვის უკეთესი ჯანმრთელობის დამკვიდრებას, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, ქალებისა და ბავშვებისათვის.

თქვენ შეგიძლიათ თქვენი მთავრობა, ადგილობრივი ლიდერები და  გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირები ანგარიშვალდებული გახადოთ მათ ვალდებულებასთან დაკავშირებით გააუმჯობესონ ადამიანების ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სფეროებზე.

Join / Follow / Connect