მიზანი 4: ხარისხიანი განათლება
მიზანი 4: ხარისხიანი განათლება

 

მაშინ, როდესაც განვითარებად ქვეყნებში საბაზისო განათლებაში ჩარიცხვამ 91% შეადგინა, 57 მილიონი ბავშვი ჯერ კიდევ სკოლის მიღმაა დარჩენილი.


ხარისხიანი განათლება


რა არის მიზანი ამ შემთხვევაში?


ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველასათვის და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის მიღების მხარდაჭერა.


რატომ არის მნიშვნელოვანი განათლება?


განათლება ძირითადი მექანიზმია, რომელიც საშუალებას იძლევა მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მრავალ მიზანს. როდესაც ადამიანებს აქვთ საშუალება მიიღონ ხარისხიანი განათლება, მათ შეუძლიათ სიღარიბის წრიდან თავის დაღწევა. ამდენად, განათლების მეშვეობით შესაძლებელია უთანასწორობის შემცირება და გენდერული თანასწორობის მიღწევა. იგი ასევე აძლიერებს ადამიანებს ყველგან იცხოვრონ უფრო ჯანმრთელი და მდგრადი ცხოვრებით. განათლება ასევე უმნიშვნელოვანესია ადამიანებს შორის ტოლერანტულების წასახალისებლად და მშვიდობიანი საზოგადოების დამყარებას უწყობს ხელს.


ანუ, განათლების მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ უკეთესი სამუშაოს პოვნა და ცხოვრების უკეთესი მოწყობა?


დიახ. განათლება ამცირებს უთანასწორობას. 114 ქვეყნის 1985-2005 წლების სტატისტიკის გამოყენება გვიჩვენებს, რომ განათლების ერთი დამატებითი წელი დაკავშირებულია ჯინი კოეფიციენტის 1.4%-ით შემცირებასთან.


ხომ მაგრამ, ძალიან დიდი პროგრესი ხომ განვიცადეთ განათლების სფეროში უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში?


დიახ. განვითარებად ქვეყნებში საბაზისო სკოლებში ჩარიცხვის მაჩვენებელი 91%-მდე გაიზარდა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის სტატისტიკის ინსტიტუტის მიხედვით, 2000 წლიდან 2012 წლამდე, საბაზისო სკოლის ასაკის ბავშვებს შორის სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი 40%-დან 22 პროცენტამდე შემცირდა საჰარის აფრიკის რეგიონისათვის, მხოლოდ 20%-დან 6 პროცენტამდე სამხრეთ აზიაში.


ყველაზე მეტად სად უჭირთ ადამიანებს განათლების ხელმისაწვდომობის მიღწევა?


საჰარის აფრიკის რეგიონში მცხოვრები ბავშვების ნახევარზე მეტი სკოლაში არ სწავლობს. აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონს მთელს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობის მიხედვით. რეგიონი კი ძალიან ახალგაზრდა მოსახლეობით გამოირჩევა და 2030 წლისათვის აუცილებელია საბაზისო განათლების მიწოდება 3-დან 5 წლამდე ასაკის 444 მილიონი ბავშვისათვის, რაც დღეისათვის სკოლაში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობაზე 2.6-ჯერ მეტია.


არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უფრო მეტი სირთულე ხვდებათ?


დიახ. ქალები და გოგონები ერთ ამგვარ ჯგუფს წარმოადგენენ. განვითარებად რეგიონებში ქვეყნების თითქმის 1/3 არ მიუღწევია გენდერული თანასწორობისათვის საბაზისო განათლებაში. სუბსაჰარის აფრიკაში, ოკეანეთისა და დასავლეთ აზიის რეგიონებში გოგონები კვლავაც ეჯახებიან ბარიერს როგორც საბაზისო, ასევე საშუალო სკოლებში ჩარიცხვისას. განათლების სფეროში არსებული ამგვარი არახელსაყრელი პირობები ახალგაზრდა ქალებისათვის ნიშნავს უნარებისადმი ხელმისაწვდომობის სიმწირესა და სამუშაო ბაზარზე შესაძლებლობების ნაკლებობას.


რა შეგვიძლია გავაკეთოთ?


- მოსთხოვეთ ჩვენს მთავრობებს გახადონ განათლება პრიორიტეტული როგორც პოლიტიკის, ასევე აღსრულების დონეზე.


- ლობირება მოახდინეთ ჩვენს მთავრობებთან მტკიცე ვალდებულებები აიღონ და უფასო საბაზისო განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადონ, მათ შორის დაუცველი ან მარგინალური ჯგუფებისათვის.


- წაახალისეთ კერძო სექტორი რესურსების ინვესტირება მოახდინონ განათლების ხელსაწყოებისა და შენობების განვითარებაში.


- მოუწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს გახდნენ ახალგაზრდებისა და სხვა ჯგუფების პარტნიორები ადგილობრივ თემებში განათლების მნიშვნელობის წასახალისებლად.

Join / Follow / Connect