მიზანი 5: გენდერული თანასწორობა
მიზანი 5: გენდერული თანასწორობა

 

საშუალოდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შრომის ბაზარზე კაცებთან შედარებით ქალები ჯერ კიდევ 24%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ.

 

გენდერული თანასწორობა

 

რა არის მიზანი ამ სფეროში?

 

გენდერული თანასწოობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერება.

 

რატომ?

 

ქალები და გოგონები მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ და ამდენად, საერთო პოტენციალის ნახევარს წარმოადგენენ. თუმცა, დღეისათვის, გენდერული უთანასწორობა ყველგანაა გაბატონებული და სოციალური პროგრესის სტაგნაციას იწვევს.

2014 წლისათვის, 143 ქვეყანა უზრუნველყოფს კონსტიტუციაში კაცებისა და ქალების თანასწორობას, ხოლო 52 ქვეყანამ მომავალში უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.

 

რა მოხდება თუკი არ მოხდება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა?

 

უთანასწორობა, რომელსაც გოგონები ეჯახებიან, შეიძლება დაიწყოს ზუსტად დაბადებისას და მათ მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ზოგიერთ ქვეყანაში გოგონებს წართმეული აქვთ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვასა და ჯეროვან კვებაზე, რაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ხდება.

 

გოგონების ასაკის ზრდასთან ერთად, გენდერული უთანასწორობა იზრდება. ბავშვთა ქორწინება უფრო მეტად ახდენს გავლენას გოგონებზე, ვიდრე ბიჭებზე. მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად დაახლოებით 15 მილიონი გოგონა ქორწინდება 18 წლამდე - ანუ 37 000 ყოველდღიურად.

 

ახალგაზრდა ასაკში ქორწინება გავლენას ახდენს გოგონების განათლებაზე. განვითრებადი ქვეყნების დაახლოებით 1/3-ს არ მიუღწევია გენდერული თანასწორობისათვის საბაზისო განათლების სფეროში. სუბსაჰარას  აფრიკაში, ოკეანეთსა და დასავლეთ აზიაში, გოგონები ჯერ კიდევ აწყდებიან ბარიერს როგორც საბაზისო სკოლაში, ასევე საშუალო სკოლაში ჩარიცხვისას.

 

გენდერული უთანასწორობა როგორ ახდენს ზეგავლენას ქალებზე?

 

განათლებისათვის არახელსაყრელი პირობების ქონა ნიშნავს უნარების სიმწირესა და შეზღუდულ შესაძლებლობებს შრომის ბაზარზე.

 

ქალებისა და გოგონების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის გასაფართოებლად და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. ქალების სრული მონაწილეობა სამუშაო ძალაში გაზრდის ზრდის ეროვნული მაჩვენებლის პროცენტულობას, ხშირ შემთხვევაში ორნიშნა რიცხვით.

 

არსებობს კი გენდერთან დაკავშირებული სხვა გამოწვევები?

 

დიახ. მთელს მსოფლიოში, ქალების 35% განიცდის ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას ინტიმური პარტნიორისაგან ან სექსუალურ ძალადობას არაპარტნიორის მიერ.

 

გამოთვლილია, რომ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 29 ქვეყანაში მცხოვრები 133 მილიონი ქალი და გოგონა გამხდარა გენიტალიების დასახიჩრების/მოჭრის ამა თუ იმ ფორმის მსხვერპლი. ამგვარი მავნე პრაქტიკა ყველაზე ხშირად იწვევს ხანგრძლივ სისხლდენას, ინფექციას (მათ შორის აივ ინფექციას), მშობიარობის გართულებებს, უნაყოფობასა და სიკვდილს.

 

კი მაგრამ, რატომ მეხება მე გენდერული უთანასწორობა?

 

იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობთ, გენდერული თანასწორობა ადამიანის ძირითადი უფლებაა. გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი საზოგადოებისათვის ყველა სფეროში, დაწყებული სიღარიბის შემცირებიდან დასრულებული ჯანმრთელობის, განათლებისა და დაცვის, ისევე როგორც გოგონებისა და ბიჭების კეთილდღეობის მხარდაჭერით.

 

გოგონების საგანმანათლებლო პროგრამებში ინვესტიციების ჩადება და ქორწინების ასაკის გაზრდა ყოველ დახარჯულ აშშ დოლარზე ხუთი აშშ დოლარის უკუგებას იძლევა. ქალების შემოსავლის გენერირების გაუმჯობესების პროგრამებში ინვესტიციების ჩადება ყოველ დახარჯულ აშშ დოლარზე შვიდი აშშ დოლარის უკუგებას იძლევა.

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ საკითხების გადასაწყვეტად?

 

თუკი თქვენ გოგონა ხართ, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ სკოლაში, დაეხმაროთ თქვენს კლასელ გოგონებს გაძლიერებაში გააკეთონ იგივე და იბრძოლონ საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებების ხელმისაწვდომობის უფლებისათვის.

 

თუ თქვენ ქალი ხართ, თქვენ შეგიძლიათ იბრძოლოთ გაუცნობიერებული მიკერძოებისა და არაპირდაპირი სტიგმატიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ქმნის უნებლიე და ხშირად, უხილავ ბარიერს თანასწორი შესაძლებლობისათვის.

 

თუკი თქვენ ხართ კაცი ან ბიჭი, თქვენ შეგიძლიათ გოგონებთან და ქალებთან ერთად იღვაწოთ გენდერული თანასწორობის მისაღწევად და აირჩიოთ ჯანსაღი და პატივცემაზე დამყარებული ურთიერთობები.

 

 

თქვენ შეგიძლიათ დააფინანსოთ საგანმანათლებლო კამპანიები იმგვარი კულტურული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ქალთა გენიტალიების დასახიჩრება და შეცვალოთ კანონები, რომლებიც ვნებს ქალებსა და გოგონებს, ზღუდავს მათ უფლებებსა და ხელს უშლით მათ სრული შესაძლებლობის მიღწევაში.

Join / Follow / Connect