მიზანი 6: სუფთა წყალი და სანიტარია
მიზანი 6: სუფთა წყალი და სანიტარია

 

წყლის სიმწირე გავლენას ახდენს მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ზე. მოსალოდნელია, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებზე წყლის სიმწირე გავლენას ახდენს, გაიზრდება.


სუფთა წყალი და სანიტარია

 

რა არის მიზანი ამ შემთხვევაში?

 

წყლის უსაფრთხო წყაროების  და წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასათვის.

 

რატომ?

 

წყლის, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების და ჰიგიენის ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მილიარდობით ადამიანი ჯერ კიდევ დგას გამოწვევების წინაშე ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე აუცილებელი მომსახურებების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.


მსოფლიოში დაახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი იყენებს ფეკალიებით დაბინძურებულ სასმელ წყალს. დაახლოებით 2.4 მილიარდი ადამიანი მოკლებულია წყალმომარაგების და წყალარინების აუცილებელ მომსახურებებს, კერძოდ კი ტუალეტებსა და საპირფარეშოებს. წყლის სიმწირე გავლენას ახდენს მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ზე. მოსალოდნელია, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებზეც წყლის სიმწირე გავლენას ახდენს, გაიზრდება. ნარჩენი წყლის 80%-ზე მეტი ადამიანის საქმიანობის შედეგად და ჩაედინება მდინარეებსა და ზღვებში გაწმენდის გარეშე, რაც გარემოს დაბინძურებას იწვევს.


ამის შედეგი რა არის?


წყალთან და წყალმომარაგების და წყალარინების პრობლემებთან დაკავშირებული  დაავადებები ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად რჩება. 800 მეტი ბავშვი კვდება ყოველდღიურად დაიარიის დაავადებებით, რაც ჰიგიენური ნორმების დაუცველობასთან არის დაკავშირებული.


წყლის ხარისხისა და წყალმომარაგების და წყალარინების  მოწესრიგება მდგრადი განვითარების მიზნების, მათ შორის ჯეროვანი ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის, მთავარ საფუძველს წარმოადგენს.


წყლის მდგრადობის მართვით ჩვენ ასევე ვახდენთ საკვებისა და ენერგიის წარმოების უკეთ მართვას და ხელს ვუწყობთ ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის განვითარებას. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჩვენი წყლის სისტემები და მივიღოთ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.


რა ეღირება ამ პრობლემის გამოსწორება?


მსოფლიო ბანკის ჯგუფის, გაეროს ფონდისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოთვლებით, წყლის, წყალმომარაგების და წყალარინების ძირითადი სერვისების იმ ჯგუფებისათვის მიწოდება, რომელთაც ისინი აქამდე არ მიეწოდებოდა, 2015-დან 2030 წლამდე წელიწადში 28.4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება ანუ ამ კვლევაში ჩართული 140 ქვეყნის საერთო პროდუქტის 0.10%.


რა იქნება ფასი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში?


ფასი იქნება უდიდესი როგორც ადამიანებისათვის, ასევე ეკონომიკისათვის.


მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორ მილიონზე მეტი ადამიანი კვდება ყოველწლიურად დიარეის დაავადებებისაგან. ჰიგიენური ნორმების დაუცველობა და დაბინძურებული წყალი ძირითადად ბავშვებს აზარალებს და ბავშვთა სიკვდილიანობის დაახლოებით 90%-ს იწვევს.


წყლის, წყალკანალისა და კანალიზაციის ინვესტიციების არქონის ეკონომიკური ზეგავლენა სუბსაჰარის აფრიკის რეგიონის მთლიან შიდა პროდუქტს 4.3% დაუჯდება. მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 6.4% იკარგება წყალკანალისა და კანალიზაციის უხარისხო სისტემების უარყოფითი ეკონომიკური ზეგავლენისა და ხარჯის გამო.


უკეთესი ინფრასტრუქტურისა და მართვის გარეშე, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი კვლავაც დაიღუპება, დაზარალდება ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემების სიცოცხლისუნარიანობა, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას მოახდენს კეთილდღეობაზე და უფრო მეტად მდგრადი მომავლის მიღწევის მცდელობებზე.


რა შეიძლება გავაკეთოთ?


სამოქალაქო საზოგადოებებმა უნდა იმუშაონ და მთავრობები ანგარიშვალდებულები გახადონ ჩადონ ინვესტიციები წყლის კვლევასა და განვითარებაში და ხელი შეუწყონ ქალების, ახალგაზრდებისა და მკვიდრი თემების ჩართვას წყლის რესურსების მმართველობაში.


როლების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და მათი მოქმედებაში მოყვანა ყველასათვის მომგებიან შედეგს მოიტანს და  გაზრდის მდგრადობასა და ერთობას როგორც ადამიანებისათვის, ასევე ეკოლოგიური სისტემებისათვის.


თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ წყლის მსოფლიო დღისა და საპირფარეშოს მსოფლიო დღის კამპანიებში, რომელთა მიზანიც ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და ზემოქმედების უზრუნველყოფაა.

Join / Follow / Connect