მიზანი 7: ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია
მიზანი 7: ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია

 

ენერგია წარმოადგენს ძირითად ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას. მასზე მოდის მსოფლიოში სათბურის აირის გამოყოფის საერთო რაოდენობის დაახლოებით 60%.


ხელმისაწვდომი (იაფი) და სუფთა ენერგია

 

რა არის მიზანი ამ შემთხვევაში?

 

ენერგიის ხელმისაწვდომი (იაფი), სანდო, მდგრადი და თანამედროვე საშუალებებით ყველას უზრუნველყოფა.

 

რატომ?

 

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დამოკიდებულია ენერგიის სანდო და ხელმისაწვდომ (იაფ) მომსახურეობაზე შეუფერხებლად ფუნქციონირებისა და თანაბარი განვითარებისათვის.

 

ენერგიის სწორად ჩამოყალიბებული სისტემა ხელს უწყობს ყველა სექტორის განვითარებას, დაწყებული ბიზნესიდან, მედიცინით, განათლებით, სოფლის მეურნეობით, ინფრასტრუქტურით, კომუნიკაციებითა და მაღალი ტექნოლოგიებით დასრულებული. ამის საპირისპიროდ, ენერგიის მიწოდებისა და ტრანსფორმაციის სისტემებისადმი ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ბარიერს ქმნის ადამიანური და ეკონომიკური განვითარებისათვის.

 

მე მაქვს ხელმისაწვდომობა ელექტროენერგიაზე, რატომ უნდა ვინერვიულო (ვიდარდო) ამ მიზანზე?

 

მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მოპოვებადი საწვავი, კერძოდ კი ქვანახშირი, ნავთობი ან ბუნებრივი აირი ელექტროენერგიის წარმოების მთავარ წყაროს წარმოადგენდა, მაგრამ ნახშირბადის შემცვლელი საწვავის გამოყენება წარმოქმნის დიდი რაოდენობის სათბურის გაზს, რომელიც იწვევს კლიმატის ცვლილებას და მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანების კეთილდღეობასა და გარემოზე. ეს გავლენას ახდენს ყველაზე, არა მხოლოდ ზოგიერთებზე. უფრო მეტიც, ელექტროენერგიის გლობალური მოხმარება სწრაფად იზრდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ელექტრენერგიის მდგრადი მიწოდების გარეშე, ქვეყნები ვერ შეძლებენ საკუთარი ეკონომიკების გაძლიერებას.

 

რამდენი ადამიანი ცხოვრობს ელექტროენერგიის გარეშე?

 

დაახლოებით 1.2 მილიარდ ადამიანს ანუ მსოფლიოს მოსახლეობის ხუთიდან ყოველ ერთ ადამიანს ხელი არ მიუწვდება ელექტროენერგიაზე. მათი უმრავლესობა კონცენტრირებულია აზიისა და აფრიკის რამდენიმე ათეულ ქვეყანაში.

 

ელექტროენერგიის გარეშე, ქალებსა და გოგონებს საათობით დასჭირდებათ წყლის მოტანა, სამედიცინო კლინიკები ვერ შეინახავენ აცრებს ბავშვებისათვის, სკოლის მრავალი მოსწავლე ღამით სამუშაო დავალებას ვერ გააკეთებს და ადამიანებს არ ექნებათ კონკურენტული ბიზნესის წარმოების საშუალება. ამას გარდა, კიდევ დაახლოებით 2.8 მილიარდი ადამიანი იყენებს შეშას, ნახშირს, ნაკელს და ქვანახშირს საკვების მომზადებისა და გათბობისათვის, რაც იწვევს წელიწადში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანის ნაადრევ სიკვდილიანობას შენობებში ჰაერის დაბინძურების შედეგად.

 

რა ეღირება ენერგიის მდგრადი საშუალებების გამოყენებაზე გადასვლა?

 

ყოველწლიურად მსოფლიოს დასჭირდება ინვესტიციების გასამმაგება მდგრადი ენერგიის ინფრასტრუქტურაში ანუ ამჟამინდელი რაოდენობის, რაც დაახლოებით 400 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, 1.25 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაზრდა 2030 წლისათვის.

 

ენერგიის ყველაზე დიდი დეფიციტის მქონე რეგიონებს, კერძოდ კი, სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიას, დასჭირდება ჩვენი დახმარება ენერგიის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული მოიცავს უფრო მეტ ძალისხმევას სუფთა, ეფექტური და ხელმისაწვდომი (იაფი) ალტერნატივების მოსაძიებლად ჯანმრთელობისათვის საზიანო სამზარეულო ღუმელებისათვის.

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ საკითხების მოსაგვარებლად?

 

ქვეყნებს შეუძლიათ დააჩქარონ გადასვლა ენერგიის ხელმისაწვდომ, სანდო და მდგრად სისტემებზე განახლებადი ენერგიის რესურსებში ინვესტიციების ჩადებით, ენერგიის დამზოგავი პრაქტიკისათვის უპირატესობის მინიჭებითა და სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის დანერგვით.

 

ბიზნესებს შეუძლიათ შეინარჩუნონ და დაიცვან ეკოსისტემები, რათა შესაძლებელი გახდეს და კიდევ უფრო განვითარდეს ელექტროენერგიის ჰიდროენერგეტიკული წყაროები და ბიოენერგეტიკა. მათ ვალდებულება უნდა აიღონ და საწარმოების ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის 100% მთლიანად განახლებადი წყაროებიდან მიიღონ.

 

დამსაქმებლებმა უნდა შეამცირონ შიდა მოთხოვნა ტრანსპორტზე ტელეკონუკაციების საშუალებებისათვის უპირატესობის მიცემით და ნაკლებად ენერგოინტენსიური რეჟიმების წახალისებით. მაგალითად, მატარებლის მგზავრობის არჩევა ავტომანქანითა და თვითმფრინავით მგზავრობასთან შედარებით.

 

ინვესტორებს შეუძლიათ ინვესტიციების ჩადება უფრო მდგრადი ენერგიის მომსახურებებში და ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების სწრაფად შემოტანა სხვადასხვა მომწოდებლებზე დაყრდნობით.

 

თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ ელექტროენერგია, თუნდაც როდესაც არ გჭირდებათ ქსელიდან სრულიად გამორთოთ ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის თქვენი კომპიუტერი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ველოსიპედით გადაადგილდეთ, ფეხით იაროთ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმოძრაოთ ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად.

Join / Follow / Connect