მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

 

30 მილიონი: სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომელიც საჭიროა ყოველწლიურად შრომის ბაზარზე ახალშემოსული ძალისთვის გლობალური სამუშაო ასაკის მოსახლეობის ზრდის შესანარჩუნებლად.


ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა


რა არის მიზანი ამ სფეროში?


ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფა ყველასათვის.

 

რატომ?

 

სიღარიბის აღმოფხვრა მხოლოდ სტაბილური და კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილებითაა შესაძლებელი. დაახლოებით 2.2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვრის ქვემოთ, რომელიც დღეში 2 აშშ დოლარით განისაზღვრება.

 

რამდენი ადამიანია დაუსაქმებელი?

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიხედვით, მსოფლიოში 2015 წლისათვის 204 მილიონ ადამიანზე მეტი უმუშევარი იყო.

 

გლობალური უმუშევრობა გაიზარდა 2007 წელს 170 მილიონი ადამიანიდან და 2012 წელს თითქმის 202 მილიონი ადამიანი შეადგინა, რომელთაგან დაახლოებით 75 მილიონი ახალგაზრდა ქალი და კაცია.

 

რამდენი სამუშაო ადგილია საჭირო?

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით 470 მილიონი სამუშაო ადგლია საჭირო სამუშაო ბაზარზე ახალშემოსული ძალისათვის 2016-2030 წლებში გლობალური სამუშაო ასაკის მოსახლეობის მხოლოდ ზრდის შესანარჩუნებლად. ეს კი წელიწადში დაახლოებით 30 მილიონია.

 

ესე იგი, თუ კი ყველას ექნება სამუშაო, სიღარიბე დასრულდება?

 

გარდა სამუშაო ადგილების შექმნისა, ჩვენ ასევე გვჭირდება პირობების გაუმჯობესება დაახლოებით 780 მილიონი ქალისა და კაცისათვის, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ

 

არ გამოიმუშავებენ საკმარისს თავად და თავიანთი ოჯახების სიღარიბისაგან თავდასაღწევად.

 

გარდა ამისა, ქალები და გოგონები, კაცებთან და ბიჭებთან ერთად, უნდა სარგებლობდნენ თანაბარი ხელმისაწვდომობით დასაქმების თანაბარი შესაძლებლობებისადმი.

 

მე მაქვს სამუშაო, რატომ მეხება ეს საკითხი?

 

საზოგადოება მთლიანობაში იღებს სარგებელს, როდესაც მეტი ადამიანია პროდუქტიული და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ზრდაში. ნაყოფიერი დასაქმება  და „ღირსეული სამუშაო“ ძირითადი ელემენტებია სამართლიანი გლობალიზაციისა და სიღარიბის შემცირების მისაღწევად. გარდა ამისა, უმუშევრობას შეუძლია გამოიწვიოს მღელვარება და შეაფერხოს მშვიდობა, თუკი არ მოხდება ამ საკითხების მოგვარება.

 

რას ნიშნავს „ღირსეული სამუშაო“?

 

ღირსეული სამუშაო ნიშნავს ისეთი სამუშაოს დაწყების შესაძლებლობას ყველასათვის, რომელიც ნაყოფიერია და მოაქვს სამართლიანი შემოსავალი, უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე და სოციალური დაცვა ოჯახებისათვის, უკეთესი პერსპექტივა პიროვნული განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალსა და კაცს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა სამუშაო ადგილზე.

 

ღირსეული სამუშაო შესაძლებლობების მუდმივი ნაკლებობა, არასაკმარისი ინვესტიციები და მოხმარების დაბალი დონე იწვევს საბაზისო სოციალური კონტრაქტის მოშლას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს და რომლის მიხედვითაც, წინსვლა და პროგრესი ყველამ უნდა გაინაწილოს.

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ ამ საკითხების გამოსასწორებლად?

 

ახალგაზრდების უზრუნველყოფა საუკეთესო შესაძლებლობებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავისუფლად მოახდინონ გადასვლა ღირსეულ სამუშაოზე, მოითხოვს ინვესტიციებს განათლების სფეროში,სწავლების რაც შეიძლება უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფას რათა ახალგაზრდა ადამიანები აღიჭურვონ უნარებით, რომლებიც ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს და ამასთანავე, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას სოციალური დაცვისა და საბაზისო სერვისებისადმი მიუხედავად კონტრაქტის სახეობისა, ისევე როგორც ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს ყოველი ახალგაზრდა ადამიანისათვის, რომელსაც სურს პროდუქტიული დასაქმება მიუხედავად მათი სქესის, შემოსავლის დონისა თუ სოციალურ-ეკონომიკური წარმომავლობისა.

 

მთავრობებმა უნდა იმუშაონ მზარდი, მდგრადი, ინოვაციური და ადამიანებზე ორიენტირებული ეკონომიკების შენებისათვის, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების დასაქმებასა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და განსაკუთრებით კი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას ყველასათვის.

 

ადგილობრივ ხელისუფლებებსა და თემებს შეუძლიათ განაახლონ და დაგეგმონ თავიანთი ქალაქები და დასახლებები ისე, რომ ხელი შეუწყონ თემის ერთობასა და პიროვნულ უსაფრთხოებას, ისევე როგორც ინოვაციისა და დასაქმების სტიმულირებას.

Join / Follow / Connect