მიზანი 9: მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა
მიზანი 9: მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა

 

ინდუსტრიალიზაციის ეფექტი, რომელიც სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაში გამოიხატება, დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ყოველი ერთი სამუშაო ადგილი მრეწველობაში ქმნის 2.2 სამუშაო ადგილს სხვა სექტორში.

 

მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა


რა არის მიზანი ამ სფეროში?

 

სიცოცხლისუნარიანი ინფრასტრუქტურის აშენება, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა და ინოვაციის წახალისება.

 

რატომ?

 

ეკონომიკური ზრდა, სოციალური განვითარება და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ინიციატივები ძალზედ არის დამოკიდებული ინვესტიციებზე ინფრასტრუქტურაში, მდგრად ინდუსტრიულ განვითარებასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე. სწრაფად ცვალებადი გლობალური ეკონომიკური ლანდშაფტისა და მზარდი უთანასწორობის პირობებში, უწყვეტი ზრდა უნდა მოიცავდეს ინდუსტრიალიზაციას, რომელიც პირველ რიგში ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომს გახდის შესაძლებლობებს, ხოლო ამავე დროს დაეყრდნობა ინოვაციასა და სიცოცხლისუნარიან ინფრასტრუქტურას.

 

ამდენად, რაში მდგომარეობს პრობლემა?

 

საბაზისო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი გზები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წყალმომარაგება და წყალარინება ელექტროენერგია და წყალი, მრავალ განვითარებად ქვეყანაში კვლავაც განუვითარებელი და მწირია. დაახლოებით 1-დან 1.15 მილიარდ ადამიანს არ გააჩნია ხელმისაწვდომობა სანდო სატელეფონო სერვისებზე. 2.5 მილიარდ ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელი არ მიუწვდება წყალკანალისა და კანალიზაციის საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, ხოლო დაახლოებით 800 მილიონ ადამიანს არ გააჩნია ხელმისაწვდომობა წყალზე.

 

განვითარებად ქვეყნებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მხოლოდ 30% ექვემდებარება სამრეწველო გადამუშავებას.

 

რატომ უნდა ვინერვიულო ამ საკითხზე?

 

ყოველივე ეს ჩვენს ოჯახებს ეხება. ახალი ინდუსტრიების ზრდა ნიშნავს ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებას მრავალი ჩვენთაგანისათვის. ხოლო, თუკი ბიზნეს სექტორი მდგრად პრინციპებს დაეყრდნობა, ამგვარი მიდგომა დადებით ზეგავლენას იქონიებს გარემოზე. კლიმატის ცვლილება ზეგავლენას ახდენს ყოველ ჩვენთაგანზე.

 

რა იქნება უმოქმედობის ფასი?

 

ფასი წარმოუდგენლად დიდია. სიღარიბის დასრულება კიდევ უფრო გართულდება ბიზნესის როლის, როგორც გლობალური განვითარების მთავარი მამოძრავებელი  ძალის გათვალისწინებით სიღარიბის აღმოფხვრისა და მდგრადი განვითარების მისაღწევად. გარდა ამისა, წარუმატებლობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ტექნოლოგიური ინოვაციის მხარდაჭერის სფეროში ნიშნავს დაბალი ხარისხის ჯანდაცვის სისტემის, წყალმომარაგების და წყალარინების არასრულფასოვანი ინფრასტრუქტურის არსებობას და განათლებისადმი შეზღუდულ ხელმისაწვდომობას.

 

როგორ შეგვიძლია დახმარება?

 

ჩამოაყალიბეთ სტანდარტები და ხელი შეუწყვეთ რეგულაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიის პროექტებისა და ინიციატივების მდგრად მართვას.

 

ითანამშრომლეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საჯარო სექტორთან განვითარებად ქვეყნებში მდგრადი ზრდის ხელშესაწყობად.

 

დაფიქრდით, თუ რა გავლენას ახდენს ბიზნესი და მრეწველობა თქვენს ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე და გამოიყენეთ სოციალური მედია პოლიტიკოსებზე ზეწოლისათვის და მდგრადი განვითრების მიზნებისათვის პრიორიტეტის მისანიჭებლად.

Join / Follow / Connect