ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონები რჩებიან განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე, ამბობს ახალი კვლევა
ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონები რჩებიან განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე, ამბობს ახალი კვლევა
იუნისეფი/საქ-2013/ბლაგონრავოვა

 

ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ თვისებრივი კვლევა განხორციელდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით

 

19 აპრილი, 2018.  თბილისი, საქართველო. ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები  ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების თემებში; გენდერული ნორმები ადრეული ქორწინების ერთ-ერთი მიზეზია და ეს განსაკუთრებით გოგონების ადრეული ქორწინების შემთხვევაში ჩანს - ეს მხოლოდ რამდენიმე მონაცემია ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ თვისებრივი კვლევიდან. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და სხვადასხვა პრაქტიკის შესწავლას, ასევე რისკების, დამცავი და ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენას საქართველოს კონტექსტში.  

 

კვლევის თანახმად, მიიჩნევა, რომ დაქორწინებული მოზარდი გოგონასთვის, ოჯახის ყოლასთან ერთად, განათლების მიღება შეუთავსებელია. ქორწინების შემდგომი როლები და პასუხისმგებლობები უმეტესწილად გადანაწილებულია გენდერული ნიშნით. ოჯახის ფინანსების განკარგვის, გოგონას განათლების გაგრძელების და ოჯახის დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქმარი და ქმრის მშობლები იღებენ. გოგონას მოვალეობად ოჯახისა და ბავშვის მოვლა მიიჩნევა

 

“18 წლამდე ქორწინება საფრთხეს უქმნის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით გარანტირებულ მთელ რიგ უფლებებს”, განაცხადა ლაილა გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, . „განათლებას უდიდესი როლი აქვს  როგორც ბიჭების, ასევე გოგონების წარმატებული მომავლისათვის და ადრეული  ქორწინების გადავადების საფუძველიც ხდება. განათლება ცვლის  ქალებისა და მამაკაცების მიერ საკუთარი როლებისა და პოტენციალის შესახებ ხედვას. საზიანო პრაქტიკისა და სოციალური ნორმების ცვლილებაასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში ყველა ბავშვს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს და დაცული იყოს ძალადობისგან. ასევე უნდა დაიწყოს და გააქტიურდეს საჯარო დიალოგი იმისთვის, რომ საზოგადოებამ აღიაროს და გააცნობიეროს ნაადრევი ქორწინების უარყოფითი გავლენა.“ 

 

თვისებრივი კვლევისმიზანია მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაიგეგმოს სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი საპასუხო ზომები, შემუშავდეს შესაბამისი სტრატეგიები,სამოქმედო გეგმები, გამიოყოს საჭირო რესურსები.ეს ყველაფერი კი საშუალებას მისცემს ქვეყანას შეასრულოს ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ვალდებულებები, განსაკუთრებით კი   მდგრადი განვითარების მე-5 მიზანი - გენდერული თანასწორობის მიღწევა.


 „UNFPA დიდ ძალისხმევას სწევს იმისთვის, რომ საქართველოში აღმოიფხვრას ისეთი საზიანო პრაქტიკები, როგორიცაა ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება. თითოეული ადამიანის, თითოეული ქალისა და გოგონას უფლებები, ჯანმრთელობა, განათლება და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება კი მათ ამ უფლებებსა და შესაძლებლობებს უზღუდავს. კვლევა, რომელიც ჩატარდა, გვაძლევს ფართო და საინტერესო სურათს  ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის გამომწვევი მიზეზების, შედეგებისა და საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული შესაბამისი პოლიტიკის გატარებას და შესაბამისად, მოზარდი გოგონებისათვის განვითარების სათანადო პირობების შექმნას,“ აცხადებს ლელა ბაქრაძე, UNFPA- საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.


პრეზენტაციას ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის ოფისის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდის, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი,

ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30


ელ-ფოსტაmkurtsikidze@unicef.orgwww.unicef.ge


Join / Follow / Connect