ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა უზრუნველყოფს ბავშვების სწავლისა და ქცევის გაუმჯობესებას
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა უზრუნველყოფს ბავშვების სწავლისა და ქცევის გაუმჯობესებას
ფოტო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ესტონეთის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით

 

თბილისი, 5 მაისი 2017 . დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (იუნისეფს) და ფონდინოვესშორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სამწლიანი პარტნიორობის შესახებ საქართველოში სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით.    

 

ესტონეთის განათლების სამინისტრო და ფონდიინოვეიუნისეფთან თანამშრომლობით, დაეხმარებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ შერჩეული სკოლების დაწყებით კლასებში ამოქმედდეს დამტკიცებული სასწავლო გეგმა, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაინერგოს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები  სკოლამდელი და ზოგადი განათლების მასწავლებლების მოსამზადებლად პროფესიული საქმიანობის წარმატებით დასაწყებისათვის. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს ტექნიკურ დახმარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, ექსპერტების გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.

 

ესტონეთის განათლების სისტემის, რომელიც სანიმუშოა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის, გამოცდილების გამოყენების მიზნით, ფონდიინოვეჩამოიყვანს ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტებსა და მეცნიერებს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტორსა და სახელმწიფო უნივერსიტეტების დასახმარებლად.    

 

პარტნიორობის ფარგლებში მოეწყობა სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები გაეცნობიან ესტონეთის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.  თანამშროლობის სხვა ასპექტებია: ) სოციალური და საგანმანთელებლო პოლიტიკისა და სტრატეგიების შემუშავება მასწავლებლის პროფესიის შესასწავლად ნიჭიერი სტუდენტების მოზიდვის მიზნით; ) ეფექტიანი სწავლების, მათ შორის განმავითარებელი შეფასების, ხელშეწყობის მექანიზმების შექმნა; ) სწავლებისა და სწავლისათვის წამახალისებელი გარემოს უზრუნველყოფა; და ) დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების დახმარება.   

 

ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება. პროგრამა ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.    

 

***

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

 

ნათია პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური

Tel: 577173325,   npapava@mes.gov.ge  

www.mes.gov.ge

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: 599 53 30 71, mkurtsikidze@unicef.org   

 

Join / Follow / Connect