გაეროს ბავშვთა ფონდის ახალმა წარმომადგენელმა საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებათა სიგელი გადასცა
გაეროს ბავშვთა ფონდის ახალმა წარმომადგენელმა საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებათა სიგელი გადასცა

 

თბილისი, საქართველო, 16 ოქტომბერი, 2018. დოქტორ ღასან ხალილმა,  გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ახალმა წარმომადგენელმა საქართველოში, ოფიციალურად გადასცა რწმუნებათა სიგელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ხათუნა თოთლაძეს.

 

ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა. დიდი ენთუზიაზმით ვხვდები ჩემ ახალ თანამდებობას და მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში ბავშვების და ოჯახების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“ – თქვა ბატონმა ღასანმა

 

დოქტორ ხალილმა მადლიერება გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ იუნისეფთან 25 წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. იუნისეფის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ  მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, თუმცა აღნიშნა, რომ კიდევ ბევრ ბავშვს სჭირდება ჩვენი დახმარება.     

 

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას ბავშვების პრობლემების გადასაჭრელად და ყველაზე დაუცველი ბავშვების და მათი ოჯახების უფლებების დასაცავად. ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო ძლიერი სისტემები და პოლიტიკა, რომ ბავშვებს ჰქონდეთ სრული წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე,“ - დაამატა დოქტორ ხალილმა

 

საქართველოში ჩამოსვლამდე, დოქტორ ხალილი, რომელიც წარმოშობით ლიბანელია, იყო გაეროს ბავშვთა ფონდის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონალური ოფისის მთავარი მრჩეველი, მანამდე კი იუნისეფის სპეციალური წარმომადგენელი ლიბიაში. მისი პროფესიული მოღვაწეობა და გამოცდილება სხვადასხვა სფეროში 25 წელიწადზე მეტს ითვლის. ის მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე მთავრობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, გაეროში, იყო დამოუკიდებელი მთავარი კონსულტანტი, არის უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი და ექსპერტი


დოქტორ ხალილის საქმიანობის მთავარი საგანი ადამიანის უფლებების, ქალების და ბავშვების უფლებების  დაცვაა, ასევე, სოციალური პოლიტიკის, სამართლებრივი რეფორმების, კულტურული  მრავალფეროვნების და კულტურათაშორისი დიალოგის მხარდაჭერა, რასაც ის სტრატეგული მართვის სფეროში მიღებული დიდი გამოცდილების და პროგრამებისადმი უფლებებზე დაფუძნებილი მიდგომის გამოყენებით ახორციელებს


დოქტორ ხალილს აქვს ლიბანის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხი და პარიზის სორბონის  დეკარტის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი.

 

###

 

გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ

 

გაეროს ბავშვთა ფონდის ნებისმიერი ქმედება მიმართულია ყოველი ბავშვის უფლებების დასაცავად და კეთილდღეობის მხარდასაჭერად. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, რათ ეს ვალდებულება რეალურ ქმედებაში გარდავსახოთ და განსაკუთრებული ძალისხმევა გამოვიყენოთ იმისთვს, რომ დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ და გარიყულ ბავშევბს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ბავშვის საკეთილდღეოდ.  

 

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდსwww.unicef.org. 

 

დაუმეგობრდით გაეროს ბავშვთა ფონდს  Twitter-ზე და Facebook--ზე.

 

***

დამატებითი ინფორმაციისათვისგთხოვთდაუკავშირდეთ:

მაია ქურციკიძეგაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

 

მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტაmkurtsikidze@unicef.org

Join / Follow / Connect