აქტიური საუბრები - ინოვაციური იდეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დასაცავად
აქტიური საუბრები - ინოვაციური იდეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დასაცავად
საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში. ფოტო: UNICEF/Geo-2014/Khizanishvili

 

 

23 ივნისი, 2014 წ., თბილისი, საქართველო. როგორ შევცვალოთ გარემო და დავაინეტერესოთ უმრავლესობა ყველაზე დაუცველი ბავშვების საკითხებით, როგორ ვიცვლები ინკლუზიურ საზოგადოებაში, როგორ გავხადოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა გადამდები, შრომა და ხელოვნება - გზა სტერეოტიპების შესაცვლელად, როგორ ვასწავლოთ დამოუკიდებელი ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს - ამ ძირითად თემებს ეხება ინოვაციური საუბრები, რომლებიც იმართება საქართველოში გაეროს ბავშვთა ფოდნის (იუნისეფის) გლობალური ინიციატივის „აქტიური საუბრების“ ფარგლებში.    

 

საქართველოში „აქტიური საუბრების“ თემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების გამახვილებას იმ მძიმე პრობლემებზე, რომლებიც გავლენას ახდენს დაუცველი ბავშვების ცხოვრებაზე. საქართველოში დაახლოებით, 9000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია რეგისტრირებული, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს, რადგანაც არსებობენ ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, მათ ვერავინ ამჩნევს და ყურადღების მიღმა რჩებიან. ბავშვზე ზრუნვის სისტემის რვაწლიანი რეფორმის შედეგად საგრძნობი პროგრესია ბავშვების ოჯახური გარემოთი უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მაგრამ დიდი ზომის ინსტიტუციებში დარჩენილი ბავშვების უმეტესობა სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია. საქართველოს მოსახლეობის 40%-ს აქვს სტიგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ.

 

ანა არგანაშვილი

 

გიორგი დემეტრაშვილი

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები საქართველოში საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია და მათ აქვთ უფლება იყვნენ დაცული და განვითარდნენ,“ აღნიშნავს საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში. „ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიკაციას და გვჯერა, რომ ამას მოყვება კონკრეტული ცვლილებები პოლიტიკის დონეზე, რაც გააუმჯობესებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ცხოვრებას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, რომ დავეხმაროთ მას აღნიშნულ ძალისხმევაში. მოვუწოდებთ მთავრობას დარჩენილი სამი დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციის, მათ შორის ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვისკენ და ზრუნვის ისეთი ალტერნატიული სისტემის შემუშავებისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან მოვლას მძიმე შეზღუდულობის მქონე ბავშვებისთვის. ყველა გაჭირვებულ ბავშვს და მათ ოჯახებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი საჭირო სერვისებზე. უაღრესად მნიშვნელოვანია გადაიჭრას შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმის პრობლემა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა იცხოვრონ დისკრიმინაციისგან თავისუფალ საზოგადოებაში.“

 

ლალი ხანდოლიშვილი

 

მაია შიშნიაშვილი

 

‘აქტიური საუბრები’ ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავისადმი (CRC@25) მიძღვნილი ღონისძიებების ძირითადი კომპონენტია. ის არის ადვოკატირების საშუალება, რომელსაც შეუძლია პოზიტიური ცვლილების გამოწვევა ბავშვებისთვის. საუბრები იძლევა შესაძლებლობას, თითოეულ ქვეყანაში, ისევე როგორც გლობალურ დონეზე, მოხდეს მოქალაქეების ფართო სპექტრის მობილიზება და შემოღებულ იქნას აზროვნების ახალი სტილი ბავშვის უფლებებთან  დაკავშირებული იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა მოგვარება ჯერ ვერ მოხერხდა.

 

მარიამ მიქიაშვილი

 

ლია ტაბატაძე

 

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობების ორგანიზებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება ღონისძიებები, სადაც მოტივირებული სპიკერები მსმენელების ყურადღებას გაამახვილებენ იმ ინოვაციებზე,  რომელთაც მოაქვთ პროგრესი ყველაზე დაუცველი და საზოგადოებისგან გარიყული ბავშვებისთვის.

„აუცილებელია ინოვაციური აზროვნება და მუშაობა იმისათვის, რომ პიროვნების დაბადების ადგილი ან ეკონომიკური მდგომარეობა არ განსაზღვრავდეს ბავშვის მომავალ პოტენციალს,“ ამბობს საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში. „იუნისეფს მიაჩნია, რომ შეზღუდვები წარმოშობს კრეატიულობას. ამდენად, ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი ასპექტია აღმოვაჩინოთ მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში, არსებული კრეატიულობის სიმდიდრე,  ჩავეჭიდოთ მას და ვნახოთ, როგორ შეიძლება მას მხარი დაუჭიროს და პოპულარიზაცია მოახდინოს საზოგადოებამ, რათა ადამიანებმა ისწავლონ ერთმანეთისგან, მთავრობებმა კი - სხვა მთავრობებისგან,  თუ როგორ მიაღწიონ შედეგს და შეამცირონ უთანასწორობა.“  

 

თორნიკე გურული


საქართველოში „აქტიური საუბრების“ მონაწილეები არიან: ანა არგანაშვილი ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, გიორგი დემეტრაშვილი ორგანიზაციიდან „პირველი ნაბიჯი“, ლალი ხანდოლიშვილი თემიდან „ქედელი“, მაია შიშნიაშვილი ორგანიზაციიდან „ხელი ხელს“, მარიამ მიქიაშვილი, ორგანიზაციიდან „მარიანი“, ლია ტაბატაძე გაერთიანებიდან „ჩვენი ბავშვები“ და თორნიკე გურული საქართველოს ბანკის მომავლის ფონდიდან.

 

***

საკონტაქტო ინფორმაცია:

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30. მობ: (995 599) 53 30 71

 

ელ–ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect