1 წლამდე ასაკის 17 მილიონი ჩვილი სუნთქავს ტოქსიკურ ჰაერს, მათი უმრავლესობა ცხოვრობს სამხრეთ აზიაში - გაეროს ბავშვთა ფონდი
1 წლამდე ასაკის 17 მილიონი ჩვილი სუნთქავს ტოქსიკურ ჰაერს, მათი უმრავლესობა ცხოვრობს სამხრეთ აზიაში - გაეროს ბავშვთა ფონდი
იუნისეფი/საქ-2013/ხეთაგური

 

ნიუ იორკი, 2017 წლის 6 დეკემბერი 1 წლამდე ასაკის თითქმის 17 მილიონი ჩვილი ცხოვრობს ადგილებში, სადაც დაბინძურება მინიმუმ ექვსჯერ აღემატება საერთაშორისოდ დაშვებულ ზღვარს, ისინი იძულებული არიან ისუნთქონ დაბინძურებული ჰაერი, რაც მათ გონებრივ განვითარებას რისკის ქვეშ აყენებს - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის დღეს გამოქვეყნებულ  სტატიაში. ამ  ბავშვების სამ მეოთხედზე მეტი - 12 მილიონი - ცხოვრობს სამხრეთ აზიაში.

 

სტატიაში „საშიში ჰაერი: რა გავლენას ახდებს ჰაერის დაბინძურება ბავშვების გონებრივ განვითარებაზე“ აღნიშნულია, რომ დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკების შესუნთქვამ შეიძლება დააზიანოს ტვინის უჯერედები და საფრთხე შეუქმნას ბავშვების კოგნიტიურ განვითარებას, რაც ტოვებს კვალს მთელ მათ ცხოვრბაზე.

 

დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის განუვითარებელ ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს და შესაბამისად, მათ მომავალს - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი. „ბავშვების დაცვა დაბინძურებული გარემოსგან აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვების საკეთილდღეოდ, არამედ საზოგადოების საკეთილდღეოდაც, რადგან სუფთა ეკოლოგია ნიშნავს შემცირებულ ჯანდაცვის ხარჯებს, გაზრდილ შრომისუნარიანობას და უსაფრთხო, სუფთა გარემოს ყველასთვის“.

 

თანამგზავრის საშუალებით მიღებული გამოსახულება ცხადყოფს, რომ ყველაზე დაბინძურებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვთა    უდიდესი ნაწილი ბინადრობს სამხრეთ აზიაში,  სადაც 12.2 მილიონი ბავშვი სუნთქავს ჰაერს, რომლის დაბინძირების მაჩვენებელი ექვსჯერ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ საერთაშორისო ზღვარს. აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში დაახლოებით 4.3. მილიონი ბავშვი ცხოვრობს ტერიტორიებზე, სადაც დაბინძურების დონე ექვსჯერ აღემატება ზღვარს.    

 

სტატიაში ნაჩვენებია, რომ ცხოვრების პირველი კრიტიკული 1000 დღის განმავლობაში, დაბინძურებული ჰაერი, არასათანადო კვება და სტიმულაცია (გაღიზიანება), ისევე როგორც ძალადობისგან დაუცველობა, შეიძლება  უარყოფითად აისახოს ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და დააზიანოს მისი ტვინი:

 

· ულტრადისპერსიული ნაწილაკები იმდენად მცირე ზომისაა, რომ მათ შეუძლიათ შეაღწიონ სისხლის სისტემაში, მიაღწიონ ტვინამდე და დააზიანონ ჰემოტოენცეფალური ბარიერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვული დაბოლოებების ანთება.

· ზოგ დაბინძურბულ ნაწილაკს, როგორიცაა ულტრადისპერსიული მაგნეტიტები, შეუძლია შეაღწიოს ორგანიზმში ყნოსვითი ნერვის და ნაწლავის საშუალებით, და მაგნიტური მუხტის წყალობით შექმნან ოქსიდაციური სტრესი, რაც, როგორც ცნობილია, იწვევს ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს.

· სხვა ტიპის დაბინძურებულ ნაწილაკებს, როგორიცაა პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, შეუძლიათ დააზიანონ ტვინის უბნები, რომელთაც გადამწყვეტი როლი ენიჭებათ ნეირონების გადაცემაში, რაც,  თავის მხრივ,   წარმოადგენს ბავშვების სწავლის და განვითარების საფუძველს.

· პატარა ბავშვის ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რამეთუ მისი დაზიანება, ზრდასრულის ტვინისგან განსხვავებით,   ტოქსიკური ნივთიერების უმცირესი დოზითაც  შეიძლება. ბავშვები ასევე ბევრად უფრო მგრძნობიარენი არიან დაბინძურებული ჰაერის მიმართ, რადგან მათი სუნთქვის რითმი უფრო სწრაფია და იმიტომაც, რომ მათი ფიზიკური და იმუნური სისტემები ჯერ არ  არის ჩამოყალიბებული.

სტატია ყურადღებას ამახვილებს ბავშვების განვითარებად ტვინზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შესამცირებლად დაუყოვნებლივ გასატარებელ ზომებზე, მათ შორის ზომებზე, რომელთა გატარებაც შეუძლიათ მშობლებს იმისთვის, რომ შეამცირონ მავნე ნივთიერებების, როგორიცაა თამბაქოთი,  გაზქურით თუ  გათბობის საშუალებებით გამოწვეული  ზემოქმედება.

 

· დაბინძურების შემცირება წიაღიდან მოპოვებული საწვავის  უფრო სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებისთვის აუცილებელი ინვესტიციების განხორციელების  გზით; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ქალაქების მწვანე საფარის გაზრდა და ნარჩენების მართვის (გადამუშავების) ეფექტური მეთოდების შეთავაზება  მავნე ნივთიერებების ღია წვის თავიდან აცილების მიზნით.

· ბავშვების დაცვა მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან, მათ შორის იმის ხელშეწყობით, რომ ბავშვებმა იმგზავრონ დღის იმ მონაკვეთში,  როდესაც ჰაერი ნაკლებად დაბინძურებულია; განსაკუთრებულ შემთხვევაში ჰაერის ფილტრაციის ნიღბებით უზრუნველყოფა და ისეთი ურბანული დაგეგმარება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დაბინძურების მთავარი წყაროები განლაგებულია სკოლებიდან, კლინიკებიდან და საავადმყოფოებიდან მოშორებით.

· ბავშვების ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება მათი გამძლეობის ასამაღლებლად. ეს მოიცავს პნევმონიის პროფილაკტიკას და მკურნალობას და ასევე ძუძუთი კვების და ბალანსირებული კვების ხელშეწყობას.

· ჰაერის დაბინძურების შესახებ ცოდნის და მონიტორინგის გაუმჯობესება. ბავშვების დაცვა მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან და დაბინძურებული ჰაერის წყაროებისგან პირველ რიგში იწყება იმის გაცნობიერებით, თუ რა ჰაერს სუნთქავენ ისინი.

 

„არც ერთმა ბავშვმა არ უნდა ისუნთქოს დაბინძურებული ჰაერი, და არც ერთ საზოგადოებას არა აქვს უფლება უგულვებელყოს ჰაერის დაბინძურება“, ამბობს ლეიკი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია.

 

ანალიზი ეფუძნება თანამგზავრის საშუალებით მიღებულ ჰაერის დაბინძურების  გამოსახულებას (PM 2.5) და ასევე დემოგრაფიულ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დადგინდა 1 წლამდე ასაკის ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც ცხოვრობენ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ექვსჯერ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენლ ზღვარს. ყველაზე მეტად მავნე ნივთიერებების  ზემოქმედების ქვეშ არიან  ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ექვსჯერ აღემატება ზღვარს.

 

#####

 

გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ:

 

გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის. გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს:  www.unicef.org.

 

დაუმეგობრდით გაეროს ბავშვთა ფონდს  Twitter-ზე და Facebook--ზე.

 

***

დამატებითი ინფორმაციისათვისგთხოვთდაუკავშირდეთ:

 

მაია ქურციკიძეგაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტაmkurtsikidze@unicef.org

Join / Follow / Connect