იუნისეფი იწყებს დისკუსიებს ბავშვის უფლებებზე
იუნისეფი იწყებს დისკუსიებს ბავშვის უფლებებზე

 

 

თბილისი, 30 აპრილი, 2014 წ. ფრონტლაინ მედია კლუბში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების მონიტორინგზე დიდ ინსტიტუციებში, მათ შორის ეკლესიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ დაწესებულებებშიც. ეს დისკუსია პირველია იმ ათი დისკუსიიდან, რომელიც იმართება ფრონტლაინ კლუბისა და ჟურნალ ‘ლიბერალი’-ს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით.     

დისკუსიების მიზანია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ზოგადად, ფართო საზოგადოების, ინფორმირება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ მწვავე საკითხებზე, როგორებიცაა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებები, სკოლამდელი განათლება, კვების დეფიციტი, ბავშვთა მიმართ ძალადობა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური დაცვის სისტემა, ინკლუზიური განათლება და ბავშვთა სიკვდილიანობა.   

 

დისკუსიები უკავშირდება ადვოკატირების იმ ყოვლისმომცველ გეგმას, რომელიც ხორციელდება ბავშვის უფლებათა დაცვის წლის ფარგლებში და ასევე ითვალისწინებს რამდენიმე საპარლამენტო დისკუსიას ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებზე. დისკუსიები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მხარდაჭერის მობილიზაციას აღნიშნული საკითხების ირგვლივ.   

 

ყოველთვიური დისკუსიები გასტანს 2014 წლის დეკემბრამდე. დისკუსიების ამსახველი ვიდეო მასალა და სტატიები გამოქვეყნდება ფრონტლაინის, ლიბერალის და იუნისეფის საქართველოს წარმომადგენლობის ვებსაიტსა და ფეისბუქის გვერდზე.

 

***

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org  
www.unicef.ge

Join / Follow / Connect