ესტონეთის პრეზიდენტი ეცნობა საქართველოს სკოლების მიერ საგანმანათლებლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვის პროცესს
ესტონეთის პრეზიდენტი ეცნობა საქართველოს სკოლების მიერ საგანმანათლებლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვის პროცესს
UNICEF/Geo-2017/Khizanishvili

 

თბილისი, საქართველო. 1 ნოემბერი, 2017. ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება კერსტი კალიულაიდი ეწვია თბილისის 150- საჯარო სკოლას, სადაც  პირადად გაეცნო საქართველოში განათლების ეროვნული სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესების მიზნით ესტონეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების პროგრამას. სამწლიანი პროგრამა  მიმდინარე წელს   დაიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის ფარგლებში

 

პრეზიდენტთან ერთად სკოლაში იმყოფებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოში ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი და პროგრამაში მონაწილე სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები

 

ესტონეთის პრეზიდენტი ესაუბრა სკოლის მასწავლებლებსა და  ბავშვებს და საგანმანათლებლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის წახალისების მიზნით გადასცა კომპიუტერული ტექნიკა (ლეპტოპები, პროექტორები და ეკრანები) პარტნიორ სკოლებს

 

მიმიდინარე პროგრამა აგრძელებს ესტონეთის მთავრობასთან ადრე დაწყებულ თანამშრომლობას, რომლის მიზანიც  მაღალკვალიფიციურ მასწავლებელთა მომზადება და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების კარგ აკადემიურ მოსწრებას.

 

აქამდე მიღწეული შედეგებიდან აღსანიშნავია

  • ხარვეზების დადგენისა და შემდგომი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით შეფასდა პროექტის მონაწილე სკოლების საჭიროებები;
  • ინოვე“- (ესტონეთის პროფესიულ ფონდი) ექსპერტებმა 15 პარტნიორი სკოლის მასწავლებლებსა და დირექტორებს ჩაუტარეს ტრენინგი ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და მათი ეროვნულ სასწავლო გეგმაში დანერგვის შესახებ. ამ პროცესის მხარდასაჭერად შეიქმნა მთელი რიგი საგანმანათლებლო რესურსებისა, როგორებიცაა მეთოდური რეკომენდაციები, სასწავლო მოდულები და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ინსტრუქციები;
  • პროექტის ფარგლებში 15 სკოლის დირექტორი იმყოფებოდა ესტონეთში გამოცდილების გაზიარებისა და ესტონელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით;
  • მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების მიზნით, გაიმართა სამუშაო შეხვედრები ესტონელი ექსპერტების, ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების  ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს, ესტონეთის პროფესიულ  ფონდინოვე“-, გაეროს ბავშვთა ფონდსა და სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და საპილოტე სკოლებს შორის თანამშრომლობის პროგრამა ზოგადად მიზნად ისახავს


- ბაკალავრიატის და სამაგისტრო საფეხურის პროგრამების შემუშავებას და დანერგვას საქართველოს უნივერსიტეტებში სკოლამდელი და ზოგადი განათლების მასწავლებლების მოსამზადებლად;

 

- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას 15 სამოდელო სკოლის დაწყებითი კლასებისათვის, რაც ითვალისწინებს ინოვაციებს, სწავლების ახალ მიდგომებს და ციფრულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესებში. მომავალში, ახალი სასწავლო გეგმა დაინერგება ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში. 

 

***

დამატებითი ინფორმაციისთვისდაუკავშირდით:


ნატა ასათიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელ-ლი


მაია ქურციკიძეიუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში 

 

მობილური: + 995 599 53 30 71 ელ-ფოსტაmkurtsikidze@unicef.org www.unicef.ge


Join / Follow / Connect