იუნისეფი მოუწოდებს მთავრობას ბავშვებისთვის ფულადი შეღავათის შემოღებისკენ ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად
იუნისეფი მოუწოდებს მთავრობას ბავშვებისთვის ფულადი შეღავათის შემოღებისკენ ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად
UNICEF/Geo-2014/Khizanishvili
მუშავდება სოციალური დაცვის ახალი სისტემა, რომელიც უკეთ გაითვალისწინებს ბავშვთა ინტერესებს

 

თბილისი, 3 ივლისი, 2014 წ. სოციალური დაცვის ახალი სისტემა უკეთ განსაზღვრავს და მოიცავს უღარიბეს ოჯახებსა და ბავშვებს. გასული წლის სექტემბრიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს რისკის წინაშე მყოფი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიის გადასინჯვა. ახალი მეთოდოლოგიის დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება. 


„ბავშვთა სიღარიბის საკითხი ვერ მოგვარდება, თუ სოციალური დავცის სისტემა რეგულარულად უგულვებელყოფს ბავშვებს,“ აღნიშნავს საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში. „არსებული სოციალური დაცვის სიტემა ვერ ითვალისწინებს ბავშვთა ინტერესებს და ბავშვიანი ოჯახები მეტი ალბათობით არიან უფრო ღარიბნი, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები. ამდენად იუნისეფი მიესალმება მთავრობის ძალისხმევას გადაიხედოს არსებული სისტემა, რათა იგი უკეთ ასახავდეს ბავშვთა ინტერესებს. იუნისეფი რეკომენდაციას უწევს შემოღებულ იქნას ბავშვთა ფულადი დახმარება ყველა ბავშვისთვის, მათ გარდა, ვისაც ეს არ სჭირდება,“ ამბობს გრაუმანი.  

 

UNICEF/Geo-2014/Khizanishvili


ბავშვთა სიღარიბის შემცირება უმნიშვნელოვანესი გრძელვადიანი მიზანია, რადგანაც სიღარიბეში გაზრდილი ბავშვები მეტი ალბათობით განიცდიან კვების მწვავე დეფიციტს, განვითარების პრობლემებსა და ნაკლები პროდუქტიულობით გამოირჩევიან მთელი ცხოვრების მანძილზე. რადგანაც ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები, მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება შეამცირებს მომავალში არაკონკურენტუნარიანი ზრდასრულების რიცხვს, ხოლო მოკლე ვადაში - ზოგადად სიღარიბეს.  

 

UNICEF/Geo-2014/Khizanishvili


2013 წელს ხანდაზმულობის პენსიების ზრდამ და მიზნობრივი სოციალური დახმარების გაორმაგებამ შეამცირა ზოგადად, მოსახლეობის და პენსიონერების სიღარიბის დონე. თუმცა, ამან ნაკლები ზეგავლინა მოახდინა იმ 50 000 ბავშვზე, რომელიც დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს და 225 000 ბავშვზე, რომელიც დღეში 4.5 ლარზე ნაკლებზე ცხოვრობს. ბავშვების შემთხვევაში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 50 %-ით აღემატება ზოგადად, მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელს, ხოლო ბავშვთა სიღარიბის ეროვნული მაჩვენებელი 25%-დან 27%-მდე გაიზარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.  

 

***

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

მაია ქურციკიძე. იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30. მობ: (995 599) 53 30 71

ელ–ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

 

 

 

 

 

Join / Follow / Connect