სახლი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობაზე მოგვითხრობს – მოწოდება მოქმედებისაკენ ხელოვნების საშუალებით
სახლი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობაზე მოგვითხრობს – მოწოდება მოქმედებისაკენ ხელოვნების საშუალებით
UNICEF/Geo – 2014/Khizanishvili

 

 

თბილისი, 2 მაისი, 2014 წ. „ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების“ კამპანიის ფარგლებში იმართება არტ ინსტალაცია – სახლი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობაზე მოგვითხრობს. ქუჩის არტ ინსტალაცია ორგანიზებულია გაეროს ბავშვთა ფოდნის (იუნისეფის) მიერ აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID–ის) ფინანსური მხარდაჭერით.   

ინსტალაციის იდეაა ადამიანებისთვის უხილავის დანახვება, ხალხის ინფორმირება იმ ფარული ძალადობის მიმართ, რომელიც ხშირად ხდება ოჯახებში. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, ხმა აიმაღლონ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასამარცხებლად და  მოახდინონ რეაგირება, როდესაც ხდებიან ძალადობის მოწმენი. 


UNICEF/Geo – 2014/Khizanishvili

UNICEF/Geo – 2014/Khizanishvili


სახლი, განათებული ფანჯრებითა და ძალადობის სხვადასხვა სცენით აღწერს უხილავ ძალადობას. მაგალითად, ერთ ფანჯარაში ჩანს გატეხილი თოჯინა, მეორეში ოჯახის ჩვეულებრივი ოთახი, სადაც შესაძლებელია მოხდეს ძალადობა, მესამეში დამტვრეული ველოსიპედი და დამსხვრეული ჭიქაა. ყველა ფანჯარას ახლავს ყურსასმენები ძალადობის შესაბამისი სცენის თანმხლები ხმით. ბოლოს ისმის გზავნილი, რომ დავინახოთ უხილავი და დავრეკოთ ცხელ ხაზზე, როდესაც ვხედავთ ძალადობას.   

 

კამპანიის ფარგლებშია ასევე მომზადდა სოციალური სარეკლამო რგოლები, გაიმართა ვიდეო დისკუსიები, შეხვედრები ჟურნალისტებსა და ბლოგერებთან, მედია კამპანია.

 

UNICEF/Geo – 2014/Khizanishvili

UNICEF/Geo – 2014/Khizanishvili

 

აღნიშნული კამპანია დაიწყო 2013 წლის ოქტომბერში იუნისეფის მიერ ჩატარებული ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევის პრეზენტაციით. კვლევის თანახმად, მოსახლეობის თითქმის 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკურ ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს., ხოლო საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტს მიაჩნია, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდების. უმრავლესობა თვლის, რომ ოჯახის შიდა საქმეები მხოლოდ ამ ოჯახის პირადი საქმეა და სხვები არ უნდა ერეოდნენ. ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევა ჩატარდა 2012 წელს USAID –ის ფინანსური მხარდაჭერით.   

 

***

საკონტაქტო ინფორმაცია:

მაია ქურციკიძე. იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30. მობ: (995 599) 53 30 71

 

ელ–ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect