ახალი სტრატეგია ‘მართლმსაჯულება ბავშვებისათვის’ უკვე კანონთან კონტაქტში მყოფ ყველა ბავშვს ეხება
ახალი სტრატეგია ‘მართლმსაჯულება ბავშვებისათვის’ უკვე კანონთან კონტაქტში მყოფ ყველა ბავშვს ეხება
©იუნისეფი/საქ-2010/ამურველაშვილი

 

 

თბილისი, 11 მარტი, 2014 წ. დღეს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა მართლმსაჯულების განახლებული სტრატეგია ბავშვებისათვის. სტრატეგია ეფუძნება პოლიტიკის რეკომენდაციებს, რომლებიც შემუშავდა გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) და ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად.  


სტრატეგია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ ბავშვთა საჭიროებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან შემდეგ ჯგუფებს: დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვები; სამოქალაქო სამართალწარმოებაში მონაწილე ბავშვები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემაში მოხვედრილი ბავშვები; კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები სისხლის სამართლის სისტემის კონტექსტში;  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვები და პრევენციული პროგრამებში ჩართული ბავშვები.


სტრატეგიის ძირითადი ამოცანაა კანონთან კონტაქტში მყოფი ყველა ბავშვისათვის კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა. კერძოდ, განახლებული სტრატეგია ითვალისწინებს ბავშვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადასინჯვას, მართლმსაჯულების სფეროს პროფესიონალების სპეციალიზაციას, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას და კანონთან კონტაქტში მყოფი ბავშვების შესახებ მონაცემთა სისტემის შემუშავებას.


უახლოეს მომავალში შეიქმნება აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების დეტალური სამოქმედო გეგმა.


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას ახორციელებს საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდის, ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერით.


 

***


დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:


მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71

 

ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect