იუნისეფი: მართლმსაჯულება კვლავ მიუწვდომელია მილიონობით ბავშვისათვის
იუნისეფი: მართლმსაჯულება კვლავ მიუწვდომელია მილიონობით ბავშვისათვის

 

 

ჟენევა, 13 მარტი, 2014 წ. - მილიონობით ბავშვის უფლებები ირღვევა მსოფლიოს მასშტაბით და ბავშვების მხოლოდ ნაწილს შეუძლია მოიძიოს სათნადო რესურსი, რომ დროულად, სამართლიანად და ეფექტურად გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, აცხადებს დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი).


უფლებების დარღვევაა ისიც, რომ ბავშვები ვერ იღებენ ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებას და  განათლებას და ხშირად მათ უფლებას, რომ იყონ დაცულნი ძალადობის და ექსპლუატაციისგან, მათივე ახლობლები არღვევენ. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გარეშე ბავშვები ვერ დაიმკვიდრებენ  სათადო ადგილს საზოგადოებაში.


იუნისეფი მოუწოდებს მთავრობებს აღიარონ, რომ მართლსმაჯულების ძიებაში ბავშვები აწყდებიან დაბრკოლებებს, როდესაც მათი უფლებები ირღვევა. არ არის საკმარისი მათზე მხოლოდ იმ მიდგომების გავრცელება, რომლებიც ზრდასრულებისთვის გამოიყენება. უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სპეციალური დამცავი ზომების მიღება.   


„მართლმსაჯულების თანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა იცავს და ემსახურება ყველა ბავშვს,“ აღნიშნა მარი-პიერ პუარიემ, იუნისეფის რეგიონალურმა დირექტორმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ–ს ქვეყნებში. „მაგრამ ბავშები უზარმაზარ ბარიერებს აწყდებიან. უმეტეს ქვეყანაში სოციალური ნორმების თანახმად, კულტურული და სოციალური თვალსაზრისით დაუშვებელია, რომ ბავშვმა მშობლის თანხმობის გარეშე შეიტანოს საჩივარი - მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის იდეა თავად ბავშვებისთვისაც კი წარმოუდგენელია,“ დასძენს იგი.  


ქ-ნი პუარიე, როგორც სამუშაო ჯგუფის წევრი, სიტყვით გამოვიდა ბავშვის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ სხდომაზე, ადამიანის უფლებათა საბჭოს 25-ე სესიის ფარგლებში. აღნიშნული შეხვედრა პირველი ღონისძიებაა ადამიანის უფლებათა საბჭოში, რომელიც ეძღვნება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ბავშვებისათვის და მის როლს ბავშვების მიერ საკუთარი უფლებების დაცვის საკითხში.    


მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხრივ ყველა ბავშვს აქვს პრობლემა, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ეთნიკურ უმცირესობათა ბავშვები და გოგონები, ზოგადად, უფრო მეტი გამოწვევების წინაშე დგანან.  


მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისთვის მათი ცხოვრების მრავალ ასპექტზე აქვს ზეგავლენა. მას შეუძლია ეჭვ ქვეშ დააყენოს გადაწყვეტილებები ბავშვების მშობლებისგან დაშორების შესახებ; აღადგინოს სოციალური შეღავათები, რომლებიც დაეხმარება ოჯახებს იზრუნონ საკუთარ ბავშვებზე; გააუქმოს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებანი, რომლებიც სტიგმას ადებს ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებს; და აგრეთვე, დააბრუნოს ბავშვები სკოლაში და უზრუნველყოს მათი ჯანდაცვა, როდესაც აღნიშნული უფლებები ირღვევა.    


დისკუსია ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა საზოგადოების ვალდებულება, რომ მართლსმაჯულების სისტემა გახდეს ბავშვთა საკითხების მიმართ მგრძნობიარე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ქ-ნმა პუარიემ მოიყვანა რამდენიმე პროგრესული მაგალითი, მათ შორის სასამართლო დარბაზების და პოლიციის განყოფილებების ადაპტაცია, რომ ისინი ბავშვებისთვის ნაკლებად დამთრგუნველი იყვნენ. ხდება პოლიციელების, მოსამართლეებისა და მსგავსი ორგანოების მუშაკთა გადამზადება, რომ ბავშვთან კომუნიკაციისას ისინი უკეთ ითვალისწინებდნენ ბავშვის ინტერესებს და რომ არსებობდეს დამცავი ზომები, როგორიცაა მაგალითად, ბავშვსა და სავარაუდო დამნაშავეს შორის უშუალო კონტაქტის თავიდან არიდება.     


იუნისეფის ახალი პუბლიკაცია, ბავშვის უფლებები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში - ყველა ბავშვისათვის მართლმსაჯულების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშწეყობა   რეკომენდაციას იძლევა გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა მართლმსაჯულების სისტემები ითავლისწინებდნენ ბავშვთა ინტერესებს და ოჯახებს და ბავშვებს საშუალება მიეცეთ, რომ:  

  • ისარგებლონ ადაპტირებული პროცედურებით, რომლებსაც ახორციელებენ კვალიფიცირებული პროფესიონალები;

  • მიიღონ იურიდიული და სოციალური რჩევები ბავშვის უფელაბთა ცენტრების ან იურიდული სამსახურების მეშვეობით, რათა ესმოდეთ მათი უფელბა დაცულნი იყვნენ კანონით;

  • მოიპოვონ ინფორმაცია იმ ადგილების შესახებ, რომელთაც შეიძლება  მიმართონ საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად ინფორმაცია სახალხო დამცველის ოფისის ან სხვა ადმინისტრაციული დაწესებულებისა და ასევე, არაფორმალური ფორუმების შესახებ;

  • გადამისამართდნენ შესაბამის სამსახურებში (მაგ., იურისტთან, ექიმთან, ფსიქოლოგთან); ან

  • ზოგ შემთხვევაში პირდაპირ მიიღონ იურიდიული დახმარება სასამართლო პროცესის ინიცირებისათვის.


გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ


გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი,  მთელი მისი საქმიანობით ხელს უწყობს ყველა ბავშვის უფლებათა დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ მსოფლიოს 190 ქვეყანასა და რეგიონში, რომ ვალდებულებები პრაქტიკაში განხორციელდეს ყველგან და ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი და გარიყული ბავშვების, სასიკეთოდ.  იუნისეფის და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.unicef.org

 

 

***

 
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

ჯონ ბადი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ–ს ქვეყნებში იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამების რეგიონალური ხელმძღვანელი, ტელ: +41 22 909 5429 მობილური ტელ: +41 79 431 1537

 

ლელი ჯუჰარი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ–ს ქვეყნებში იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამების რეგიონალური სპეციალისტი, ტელ:+41 22 909 5433 მობილური ტელ: : +41 792 044482 mediaceecis@unicef.org  


Join / Follow / Connect