საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის პროცესში, მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა
საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის პროცესში, მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა
UNICEF/Geo-2013/Khizanishvili

 

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში მოზარდა მშობლობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

 

 

თბილისი, საქართველო, 2018 წლის 10 დეკემბერი - საქართველოში მოზარდთა მშობლების უმრავლესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ სტილს, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს; მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე, ნაკლებად - მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე -- ასეთია საქართველოშიმოზარდთა მშობლობის და მათი მხარდამჭერი პროგრამების კვლევისშედეგები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.


მოზარდობის პერიოდი კრიტიკულია ბავშვის განვითარებისათვის და დიდწილად განსაზღვრავს მის შემდგომ ცხოვრებას,” განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.  „მშობლებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ის როლი და გავლენა, რაც მათ აქვთ თავიანთ შვილებთან დაკავშირებით. მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებული სიძნელეების გადალახვაში და  საჭირო უნარების განვითარებაში. თუმცა მშობლებს თავადაც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამები. ჩვენი კვლევის მიზანია, დავეხმაროთ სახელმწიფოს, შეიქმნას მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ პოზიტიური აღზრდის მეთოდები და დაეხმარონ მოზარდებს“ 


კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების დიდი რაოდენობა  სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის საქმეში. მოზარდები მათთვის ყველაზე ემოციურ პერიოდებში ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, რაც უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. მშობელთა მცირე რაოდენობა არის ჩართული მოზარდისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიც არის: მოზარდთა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობისათვის სარისკო ქცევების პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ძალადობის პრევენცია.


საქართველოში მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული კვლევა ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში - „მოზარდთა მშობლობა და მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ“. კვლევის სხვა მონაწილე ქვეყნები იყვნენ ბელორუსია, ბულგარეთი, მოლდავეთი, მონტენეგრო და რუმინეთი. კვლევის მეთოდები იყო: ჩაღრმავებული ინტერვიუები და მოზარდებისა და მათი მშობლების ფოკუს ჯგუფები.

 

კვლევის მიზანი იყო საბაზისო ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ როგორ ესმით და აღიქვამენ მშობლობას და აღზრდის რა მეთოდებს იყენებენ მოზარდი ბიჭებისა და გოგოების მშობლები/აღმზრდელები საქართველოში; რა გავლენას ახდენს მიკრო და მაკრო ფაქტორები მშობლობის ზოგად დინამიკაზე და აღმზრდელობით მეთოდებსა და სტილზე; ასევე თუ ვის მიმართავენ მოზარდები და მათი მშობლები ფორმალური და არაფორმალური მხარდაჭერისთვის.

 

კვლევის მოკლე მიმოხილვა ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

 

***

გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ


გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის. გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდსwww.unicef.org. დაუმეგობრდით გაეროს ბავშვთა ფონდს  Twitter-ზე და Facebook--ზე.

დამატებითი ინფორმაციისათვისგთხოვთდაუკავშირდეთ:

მაია ქურციკიძეგაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

 

მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტაmkurtsikidze@unicef.org

Join / Follow / Connect