იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალურად შერჩეული ადვოკატები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებს ეცნობიან
იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალურად შერჩეული ადვოკატები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებს ეცნობიან

 

 

თბილისი. 27 ივნისი, 2014 წ.  27-29 ივნისს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის  მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი, სადაც სპეციალიზირებული ადვოკატები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებს, პრაქტიკას, საქართველოს კანონმდებლობას და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ერთად აქტიურად თანამშრომლობს იურიდიული დახმარების სამსახურთან ადვოკატების სპეციალიზაციისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. 2014 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურმა შეარჩია 28 ადვოკატი, რომლებიც იმუშავებენ არასრულწლოვანთა საქმეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.  



ტრენინგის მიმდინარეობისას ადვოკატებს ქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ მართლმსაჯულების პროცესში ჩართული სხვა პროფესიონალებისთვის (პროკურორის, მოსამართლის, სოციალური მუშაკის, მედიატორის და ფსიქოლოგისთვის) და  ერთად ემსჯელათ არსებულ პრობლემებზე და თანამშრომლობის გზებზე. მომდევნო ტრენინგი მიეძღვნება დანაშაულის მოწმე და დაზარალებულ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს და მათთან მუშაობის სპეციფიკას.   უფროსებისაგან ბავშვებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება, აგრეთვე ემოციური და საგანმანათლებლო საჭიროებები განასხვავებს. სწორედ ეს განსხვავებები  წარმოშობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განცალკევების და ბავშვების მიმართ განსხვავებული მოპყრობის საჭიროებას. სპეციალიზირებული სისტემის შექმნა გულისხმობს რეგულარულ ტრენინგებს ბავშვებთან მომუშავე მართლმსაჯულების სფეროს სპეციალისტებისთვის. 

 


ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ნათლად ასახვას, რა ტიპის დახმარებას იღებს ბავშვი სპეციალიზირებული ადვოკატისგან. გიორგი 16 წლისაა. მან მოიპარა ფოტოაპარატი სახელოსნოდან, რომელიც მის მეზობელს ეკუთვნის. პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და გიორგი ქურდობისთვის გაასამართლეს. იგი დაკითხეს ადვოკატის მონაწილეობით, რომელსაც კარგად არ ესმოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვებთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები. გიორგიმ მიიღო ისეთი სტრესი, რომ ვეღარ ლაპარაკობდა. არც მისმა ადვოკატმა და არც გამომძიებელმა აუხსნა გიორგის პროცესი გასაგები გზით. მშობლების მოთხოვნის საფუძველზე ადვოკატი შეიცვალა სპეციალიზირებული პროფესიონალით, რომელიც მოქმედებდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მან გიორგის გააცნო პროცესის მსვლელობა, შესაძლო შედეგები და ის ვარიანტები, რომელიც მას შეეძლო აერჩია. გიორგისთან კონსულტაციით, ადვოკატმა პროკურორს მოთხოვა სისხლის სამართლის საქმის არიდება. ადვოკატის პოზიცია კარგად დასაბუთებული იყო და პროკურორმა გამოიყენა დისკრეციის უფლება და განარიდა გიორგი სისხლის სამართლის საქმეს. 

 


განრიდების შემთხვევა წარმატებით დასრულდა. გიორგიმ ბოდიში მოუხადა დაზარალებულს და ისინი ერთად შეთანხმდნენ განრიდების ხელშეკრულების პირობებზე - კვირაში ორჯერ ორ-ორი საათი გიორგი ეხმარებოდა ხელოსანს. გიორგიმ უკეთ დაიწყო სწავლა სკოლაში, ისწავლა ხელობა სახელოსნოში და ჩაირიცხა პროფესიულ სასწავლებელში. სოციალური მუშაკი მას მთელი ამ პროცესის განმავლობაში ეხმარებოდა. გიორგის არ აღერიცხება სისხლის სამართლის დანაშაული, აგრძელებს სწავლას და კარგი ურთიერთობა აქვს მეზობელთან.  

საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს მიუერთდა. შესაბამისად, აიღო ვალდებულება, არსებული კანომდებლობა და სისტემა მიუსადაგოს კონვენციაში ასახულ პრინციპებსა და ნორმებს. კონვენციის 37–ე და მე–40 მუხლები ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას და აწესებს წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ სტანდარტებს.


***

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი,

ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71

ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

 

ქეთევან ახალკაცი, ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა

საქართველოში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის მენეჯერი

ტელ.: 995 577331211. ელ-ფოსტა: ketiakh@gmail.com

Join / Follow / Connect