ბავშვთა საერთაშორისო დღე: მსოფლიოს ორასი ცნობლი მწერალი ერთიანდება ბავშვთა უფლებებისთვის
ბავშვთა საერთაშორისო დღე: მსოფლიოს ორასი ცნობლი მწერალი ერთიანდება ბავშვთა უფლებებისთვის

 

ჩიმამანდა ადიჩი, პაოლო კოელიო, ქრისტინა ლამი და ნურუდინ ფარაჰი უერთდებიან მწერლებს მთელ მსოფლიოში და წერენპატარა ისტორიებსისეთ მსოფლიოზე, როგორიც მათ სურთ ბავშვებისთვის  

 

ნიუ იორკი, 14 ნოემბერი, 2016 . ორასზე მეტი ცნობილი მწერალი, დრამატურგი და პოეტი გაერთიანდა ამ კვირაში გლობალურ ლიტერატურულ კამპანიაში, დაახლოებით შვიდ-სტრიქონიანი „პატარა ისტორიების“ დასაწერად. ისტორიები  მიეძღვნება ბავშვთა საერთაშორისო დღეს და ყურადღებას გაამახვილებს იმ უსამართლობაზე, რასაც ჯერ კიდევ აწყდება მსოფლიოს უამრავი უღარიბესი და ყველაზე დაუცველი ბავშვი. პატარა ისტორიების კამპანიით იწყება გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის)  დაარსებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავი სიუბილეო ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით. შვიდი ათეული წლის განმავლობაში იუნისეფის საქმიანობა მოიცავდა თითოეული ბავშვის დახმარებას და მისთვის იმედის მიცემას.

 

პატარა ისტორიებს თემაზერას ვისურვებდი თითოეული ბავშვისთვის“  სოციალური მედიის საკუთარი გვერდების საშუალებით გაავრცელებენ  მსოფლიოს ცნობილი მწერლები. აღნიშნული იდეა ფინეთის პირველ ლედის, იენი ჰაუკიოს ეკუთვნის, რომელიც შემდგომ აიტაცეს მწერლებმა აზიიდან, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთსა და ავსტრალიიდან.   

 

საქართველოდან ლიტერატურულ კამპანიაში ჩართულნი არიან პაატა შამუგია, ირაკლი კაკაბაძე, დავით გაბუნია, შოთა იათაშვილი, ნესტან კვინიკაძე, გიორგი ლობჟანიძე, ვასილ გულეური, დიანა ანფიმიადი, გიორგი კეკელიძე, სალომე მაკარიძე, ლია ლიქოკელი, ლელა სამნიაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, დათო ქარდავა, ნინო სადღობელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ლელა ცუცქირიძე, მარიამ წიკლაური, ნატო ინგოროყვა, მაკა ლდოკონენისაქართველოს მწერალთა სახლთან თანამშრომლობით მწერლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართება დისუსია თემაზე ‘როგორ აისახება სოციალური საკითხები  თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაში’.

 

როგორც მწერლებს, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული საკითხების ადვოკატირება მარტივად, ამბის მოყოლის გზით. ამ ღირსეული და საჭირო კამპანიით, ჩვენ  ყველას მოვუწოდებთ დაიცვან ბავშვების უფლებები მთელ მსოფლიოში,“ აღნიშნავს ცნობილი ნიგერიელი ავტორი, ჩიმამანდა ადიჩე.  

 

მწერალთა ჯგუფში, რომელთა ჟანრობრივი დიაპაზონი მონაცვლეობს ზღაპრებიდან ფანტასტიკის ჟანრამდეასევე, შედის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა გამოქვეყნებული ავტორებიდან ერთ-ერთი: შვიდი წლის სამხრეთ აფრიკელი მიშელ ნკამანკენგი. ათზე მეტ ენაზე დაწერილი სხვადასხვა სტილის ყველა მოთხრობა ეხება იმას, რომ ბევრი ბავშვის უფლება კვლავ უგულვებელყოფილია.   

 

 

კამპანიის დრო ემთხვევა პერიოდს, როდესაც ძლიერდება საფრთხე ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით. 50 მილიონზე მეტმა ბავშვმა კონფლიქტის, სიღარიბის და კლიმატური ცვლილებების გამო დატოვა საკუთარი სახლი და კიდევ მილიონობით ბავშვი აწყდება სასტიკ ძალადობას საკუთარ თემში. დაახლოებით, 263 ბავშვი არ დადის სკოლაში და შარშან თითქმის ექვსი მილიონი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი გარდაიცვალა ძირითადად იმ ავადმყოფობით, რომლის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.   

 

შოკის მომგვრელია, რომ ამდენი ბავშვის სიცოცხლეზე კვლავ ასეთ მძიმე გავლენას ახდენს კონფლიქტის სისასტიკე, უთანასწორობა, სიღარიბე და დისკრიმინაცია. იმედი მაქვს ეს პატარა ისტორიები შეახსენებს მსოფლიოს, რომ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება ყველა ბავშვის მიმართ, ვისი სიცოცხლე და მომავალიც საფრთხის წინაშეა,“ განაცხადა პალომა ესკუდერომ, გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა

 

ჩიმამანდა ადიჩიმ მისიპატარა ისტორიითგახსნა მოთხრობების სერია, რომლებიც გამოქვეყნდება 20 ნოემბრამდე - გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების იუბილემდე

 

###

 

მულტიმედიური კონტენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი გვერდიდან: http://weshare.unicef.org/mediaresources

 

ინფორმაცია რედაქტორებისთვის

პატარა ისტორიების ავტორთა სრული ჩამონათვალი მთელი კვირის განმავლობაში შეიძლება იხილოთ აქ (მათ ასევე, გააზიარებენ ავტორები საკუთარი სოციალური მედიის გვერდებზე): www.unicef.org/tinystories 

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:


მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდი

 +995 32 2251126, 599 53 30 71 (მობ.)mkurtsikidze@unicef.org

www.unicef.ge, https://www.facebook.com/unicefgeorgia  

 

 

Join / Follow / Connect