ყველა ბავშვს საქართველოში თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე, აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი
ყველა ბავშვს საქართველოში თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე, აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი
UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

 

თბილისი, 25 დეკემბერი, 2017 წ. ყველა ბავშვი, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ბავშვები, უნდა სარგებლობდეს უფასო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ადრეული და სკოლამდელი განათლებით.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) კვლევების თანახმად, მიუხედავად სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასწრების გაზრდილი მაჩვენებლებისა, საქართველოს ბავშვების თითქმის ნახევარს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე.  უთანასწორობა განსაკუთრებით აისახება სოფლად და სიღარიბეში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებზე, რომელთა დასწრების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.  

 

იუნისეფი შიშობს, რომ გადასახადების შემოღება კიდევ უფრო გააღრმავებს უთასწორობას ქალაქად და შეძლებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებსა და სოფლად და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

 

იუნისეფი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში განათლებას „გამათანაბრებელი“ პოტენციალიც აქვს და გადასახადების შემოღებამ შესაძლოა, საწინააღმდეგო დინამიკა შექმნას. ფასის დაწესებით, საჯარო ბაღებზე გავლენას მოახდენს საბაზრო ძალები, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საზოგადოების მდიდარ ფენას და გამორიცხავს უფრო ღარიბებს.  

 

კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ უზრუნველყოფს უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომ სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის და აწესებს ეროვნულ სტანდარტებს და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წესს. კანონის განხორციელებისთვის საჭიროა ამ სექტორში ინვესტიციების გაზრდა, მუნიციპალური ხელისუფლებების შესაბამისად გაძლიერება და ადრეული განათლების სფეროს მასწავლებლების მომზადებისა და მათი პროფესიული განვითარებისთვის  ხარისხიანი სატრენინგო პროგრამების ძლიერი სისტემის შექმნა.   

 

გაეროს ბავშვთა ფონდი ადასტურებს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის განხორციელების მიზნით.

 

***

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

 მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71

ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

https://www.facebook.com/unicefgeorgia

Join / Follow / Connect