საქართველოში დაარსდა ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია
საქართველოში დაარსდა ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 

17 იანვარი, 2017 წ. თბილისი, საქართველო – გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) მიესალმება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორცილებაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნას. გუშინ შედგა კომისიის პირველი სხდომა, რომელიც მიეძღვნა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მომავალ პლენარულ სესიას, სადაც განხილული იქნება საქართველოს მეოთხე პერიოდული ანგარიში კონვენციის განხორციელების შესახებ.   

 

საქართველოში არ არსებობდა ზემოთ აღნიშნული მექანიზმი, რაც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია იყო. კომიტეტმა საქართველოს ურჩიაკონვენციის შესრულების კოორდინაცია და შეფასებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა დააკისროს ერთ უწყებას და რეგულარულად გამოყოს მისთვის ადეკვატური ფინანსური და ადამიანური რესურსები, რათა ამ უწყებამ მოახდინოს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების კოორდინირება.“  

 

საქართველოს უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, შედგება სამინისტროების, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, სახალახო დამცველის აპარატის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ბავშვის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან

 

კომისიის ძირითადი მიზნებია: შემუშავდეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი იქნებაბავშვის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად მოხდეს საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგი; უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს კანონმდებლობის კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა; შეგროვდეს შესაბამისი მონაცემები და შესრულდეს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციები.  

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელება საჭიროებს კოორდინაციას ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს, რაიონებსა და რეგიონებს, ცენტრალურ და ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებსა და მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. კოორდინაციის მიზანია კონვენციის ყველა პრინციპისა და სტანდარტის დაცვა  ყველა ბავშვის გათვალისწინებით და გარანტია, რომ კონვენციასთან დაკავშირებული ვალდებულებები აღიარებულ იქნას არა მხოლოდ იმ სამთავრობო უწყებების მიერ, რომლებიც კურირებენ განათლების, ჯანდაცვის, კეთილდღეობის და სხვა სფეროებს, არამედ მთელი მთავრობის მიერ ყველა დონეზე, მათ შორის იმ უწყებების მიერ, რომელთაც ეხებათ ფინანსები, დაგეგმვა, დასაქმება, სამართალდაცვა და უსაფრთხოება.    

###

 

კომენტარი რედაქტორებისთვის:

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფისშესახებ

 

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

 

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ტელ.: +995 599 53 30 71,  ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org 

Join / Follow / Connect