პროგრესის მიუხედავად, 180 მილიონი ბავშვი უფრო არასახარბიელო მომავლის წინაშე დგას, ვიდრე მათი მშობლები - გაეროს ბავშვთა ფონდი
პროგრესის მიუხედავად, 180 მილიონი ბავშვი უფრო არასახარბიელო მომავლის წინაშე დგას, ვიდრე მათი მშობლები - გაეროს ბავშვთა ფონდი
#ბავშვებიმართავენ მედიას - 20 ნოემბერს ბავშვები შუადღის ტელეშოუს წაიყვანენ

 

ნიუ იორკი, 2017 წლის 20 ნოოემბერი - ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, გლობალური პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მეთორემეტე ბავშვი ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც მისი მომავლის პერსპექტივა უარესია, ვიდრე მისი მშობლების.

 

ამავე ანალიზის თანახმად, 37 ქვეყანაში მცხოვრები 180 მილიონი ბავშვი დღეს უფრო მეტადაა განწირული უკიდურესი სიღარიბისთვის, სკოლის მიღმა დარჩენისთვის თუ ძლადობრივი სიკვდილისთვის ვიდრე  იყვნენ ამავე ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები 20 წლის წინ.

 

„მაშინ, როცა ბოლო თაობა გახდა მსოფლიოს ბავშვების უმრავლესობისთვის უპრეცედენტოდ მაღალი ცხოვრების სტანდარტების შექმნის მოწმე, ის ფაქტი, რომ უგულვებელყოფილი ბავშვების უმცირესობა მოკლებულია ასეთი სტანდარტებით ცხოვრების შესაძლებლობას - ისე, რომ ამაში  არც მათ და არც მათ ოჯახებს ბრალი არ  მიუძღვით,  სხვა არაფერია, თუ არა რეალობის დამახინჯება“ - ამბობს ლოურენს ჩენდი, გაეროს ბავშვთა ფონდის, მონაცემების, კვლევისა და პოლიტიკის დირექტორი.

 

ბავშვთა უფლებების შესახებ  კონვენციის 28-ე წლისთავისა  და ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად   გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში აწყობს აქციას სახელწოდებით „ბავშვები მართავენ“ და სხვა ღონისძიებებს, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვები და რომელთა საშუალებითაც მათ აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი პოზიცია, დაეხმარონ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაში, იბრძოლონ მათი უფლებებისთვის და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება.

 

„სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში, რასაც შედეგად ცხოვრების სტანდარტების მკვეთრი გაუმჯობესება მოყვება, დასაძრახია, რომ ასობით მილიონი ბავშვის ცხოვრების სტანდარტი უარესდება, რაც ბავშვებში უსამართლობის განცდას წარმოშობს, მათზე მზრუნველებს კი თავს წარუმატებელ ადამიანებად აგრძნობინებს“ - ამბობს ჩენდი. რა გასაკვირია, რომ ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ, მათი მომავლი კი გაურკვეველია.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 14 ქვეყანაში 9-18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებული კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ცხადჰყოფს, რომ ბავშვებს ძლიან აწუხებთ გლობალური საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენენ პირადად მათზე და მათ თანატოლებზე, მათ შორის ძალადობა, ტერორიზმი, კონფლიქტი, კლიმატური ცვლილებები, ლტოლვილებისა და მიგრანტების მიმართ უსამართლო მოპყრობა და სიღარიბე. 

 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ:

 

· 14 ქვეყანაში  გამოკითხული ბავშვების ნახევარი აცხადებს, რომ  თავს უუფლებოდ გრძნობენ როცა ეკითხებიან აზრს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ბავშვებს ეხება;

· 14-ვე ქვეყანაში გამოკითხული ბავშვი ტერორიზმს, ცუდ განათლებასა და სიღარიბეს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად, რომლებიც, მათი აზრით,  უნდა გადაწყვიტონ მსოფლიო ლიდერებმა;

· 14-ვე ქვეყანაში ბავშვთა მიმართ ძალადობას ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევენ,  გამოკითხულთა 67 პროცენტი კი აცხადებს, რომ ეს საკითხი ძალიან აწუხებთ;

· 14  ქვეყანაში ყოველი გამოკითხული 10 ბავშვიდან 4  აწუხებს მსოფლიოში ლტოლვილ და მიგრანტ ბავშვთა მომართ უსამართლო მოპყრობა;

· 14 ქვეყანაში გამოკითხულ ბავშვთა თითქმის ნახევარი (45%) თვილის, რომ მათ უფროსებს და მსოფლიო ლიდერებს არ შეუძლიათ ბავშვებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება;

· ბარაკ ობამა, კრისტიანო რონალდო, ჯასტინ ბიბერი და ტეილორ სვიფტი ყველაზე პოპულარული ადამიანები არიან, რომებსაც ბავშვები დაპატიჟებდნენ საკუთარ დაბადების დღეზე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი კი პოპულარულ ადამინათა ხუთეულში შედის 14-დან 9 ქვეყანაში. ტელევიზორის ყურება ყველაზე საყვარელ გასართობად 14-დან 7 ქვეყანაში დასახელდა.


ბავშვთა საერთაშორისო დღე არის დღე „ბავშვებისთვის და ბავშვების მიერ“, როცა ბავშვები მთელ მსოფილოში აიღებენ მართვის სადავეებს მედიაში, პოლიტიკაში, ბიზნესში, სპორტში და გასართობ ინდუსტრიაში და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას იმის შესახებ, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მსოფლიო ლიდერებმა და გამოუცხადებენ მხარდაჭერას მილიონობით თანატოლს, რომლებსაც  ნაკლებად იმედისმომცემი მომავალი აქვთ.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი დეივიდ ბეკჰემი, ჩილეს პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი, მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ფინქი, მსახიობი მილი ბობი ბრაუნი, მომღერლები, კომპოზიტორები და მუსიკოსები Chloe x Halle, ლეგენდარული კრიკეტის მოთამაშე საჩინ ტენდულკარი და ლეგენდარული საფეხბურთო კლუბი ბარსელონა და საფეხბურთო კლუბი ბარსელონას ფონდი იმ მრავალრიცხოვან ვარსკვლავს, ლიდერსა და ორგანზიაციას შორის არიან, ვინც ბავშვთა საერთაშორისო დღეს  ხმას აიმაღლებს ბავშვების მხარდასაჭერად.   

 

ბავშვთა საერთაშორისო დღე ჩვენი მოსმენის და საკუთარი მომავლის შესახებ ჩვენი აზრის გამოხატვის დღეა. ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ჩვენ საკუთარი სახელით უნდა ვილაპარაკოთ და როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, მსოფლიომ უნდა მოგვისმინოს - ამბობს ჟადენ მაიკლი, 14 წლის აქტივისტი.

 

შენიშვნები რედაქტორებისთვის:

 

20 ნოემბრის გეგმა საქართველოსთვის:

 

1)    ბავშვები მართავენ სკოლას - სასკოლო აქტივობებსა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის წახალისების  და სკოლის ხელმძღვანელობისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების შესახებ ბავშვების ხედვის გაცნობის მიზნით, სკოლაში გაიმართება შემდეგი მხიარული აქტივობები:     

ა) სკოლის ბავშვები გადმოიბარებენ სკოლის მართვას;

ბ) უფროსკლასელები ჩაუტარებენ გაკვეთილებს უმცროსკლასელებს;

გ) „მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო“ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

 

2)    ბავშვები მართავენ პარლამენტს - 12-17 წლამდე ასაკის 15-20 სკოლის მოსწავლე (აია-გეს, 150-ე საჯარო სკოლა, კარიტასი მცირე ჯგუფი)   წარუძღვება განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას და გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას შემდეგზე: განათლების ხელმისაწვდომობა, ბულინგი და უსაფრთხო სკოლები, არაფორმალური განათლება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების პროცესში. პოსტერების გამოყენებით ბავშვები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას და  მოუწოდებენ ქმედებისკენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

3)    ბავშვები აიღებენ ინტერვიუს გაეროს ბავშვთა ფონდის  ეროვნული ელჩისგან, ნიკოლოზ რაჭველისგან.

 

4)    ბავშვები მართავენ მედიას - ბავშვები გამოვლენ თანაწამყვანების როლში, ახალგაზრდა რეპორტიორები იმედის გადაცემაში „დღის შოუ“ და ისაუბრებენ ბავშვების პრობლემებზე.


5)    ბავშვები მართავენ საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის ფეისბუქის გვერდს - შერჩეული (5-6) ბავშვი მოირგებს გაეროს ბავშვთა ფონდის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორის როლს და  დაწერს პოსტს თემაზე  - ერთი რამ, რასაც გავაკეტებდი სამყაროს შესაცვლელად.

 

37 ქვეყანა, სადაც ბავშვებისთვის პერსპექტივა უარესდება სულ მცირე ერთ სფეროში: ბენინი, ბოლივია, კამერუნი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კომოროსი, კოტდიუვარი, ჯიბუტი, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, გვატემალა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, იორდანია,  კირიბატი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მადაგასკარი, მალი, მარშალის კუნძლები, მიკრონეზია, პალაუ, პარაგვაი, მოლდოვის რესპუბლიკა, რუმინეთი, სენტ-კიტსი და ნევისი, სოლომონის კუნძულები,   სამხრეთ სუდანი, სირიის არაბული რესპუბლიკა, ტონგა, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, უკრაინა, ვანუატუ, იემენი, ზამბია და ზიმბაბვე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

 

კვლევის ჩატარების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობდა კანტართან და  ლაითსპიდთან, რათა გამოეკითხა 9-დან 18 წლამდე 11,000 ბავში 14 ქვეყანაში და გაეგო მათი დამოკიდებულება გლობალური საკითხების მიმართ, როგორიცაა: ბულინგი, კონფლიქტი/ომი, სიღარიბე, ტერორიზმი და ბავშვთა მიმართ ძალადობა. კვლევაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: ბრაზილია, ინდოეთი, იაპონია, კენია, მალაიზია, მექსიკა, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნიგერია, ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.

 

ბავშვთა საერთაშორისო დღის შესახებ

 

ბავშვთა საერთაშორისო დღის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.unicef.org/world-childrens-day/

 

 

გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ:

 

გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველსთვის. გაეროს ბავშვთა ფონდისა და მის მუშაობის შესახებ მეტი იმფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს:  www.unicef.org.

 

დაუმეგობრდით გაეროს ბავშვთა ფონდს  Twitter-ზე და Facebook--ზე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვისგთხოვთდაუკავშირდეთ:

 

მაია ქურციკიძეგაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტაmkurtsikidze@unicef.org

 

Join / Follow / Connect