ბორჯომში გაიხსნა ახალი დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის
ბორჯომში გაიხსნა ახალი დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის
UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

 

ბორჯომი. 18 დეკემბერი. 2017. ბორჯომში იხსნება ახალი დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ამიერიდან  ბორჯომის რაიონის ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი მომსახურება და ისინი იცხოვრებენ უფრო აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრებით.   ეს პირველი ასეთი დღის ცენტრი იქნება მთელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.  დღის ცენტრი  დაფინანსებულია ბულგარეთის განვითარების ორგანიზაციის მიერ და საქმიანობას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის.

 

დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე 30 ბავშვს შესთავაზებს სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორებიცაა არაფორმალური განათლება, თერაპიული  აქტივობები და სოციალური უნარების განვითარება. კვება და ცენტრამდე  ტრანსპორტირება შეადგენს მომსახურების ნაწილს.

 

გაეროს ბავშვთა ფონდმა  მოახდინა შენობის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა აუცილებელი ინვენტარით, რათა შეექმნა მეგობრული გარემო სწავლის, განვითარებისა და გართობისთვის; გადაამზადა  სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები მათი კვალიფიკაციის ამაღლების და იმ მიზნით, რომ თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ზრუნვა და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. დღის ცენტრები არ უნდა იყოს სკოლის ალტერნატივა, ამიტომ საჯარო სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, რათა ბავშვები ფორმალურ განათლებაში ჩაერთონ.   

 

მომსხურების შეუფერხებლად მიწოდების მიზნთ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოყოფს სახელმწიფო ვაუჩერებს დღის ცენტრისათვის. შენობა, რომელშიც განთავსებულია ცენტრი, გამოყო ეკონომიკის სამინისტრომ. ბორჯომის ადგილობრივი მთავრობა ასევე აღმოუჩენს დღის ცენტრს დახმარებას. დღის ცენტრის საქმიანობას განახორციელებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზიაცია „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“


საქართველოს მასშტაბით სულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა 40 ცენტრია, რაც არ არის საკმარისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია საქართველოში და მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა აუცილებელ სერვისებზე.


***

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:  

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect