ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის შედეგად ქართველი ბავშვები მიიღებენ ხარისხიან განათლებას
ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის შედეგად ქართველი ბავშვები მიიღებენ ხარისხიან განათლებას
იუნისეფი/საქ-2017/ხიზანიშვილი

 

თბილისი, 15 მარტი, 2017 წ. ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს (იუნისეფს) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების  მემორანდუმს სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, საქართველოში განათლების ეროვნული სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გასაზრდელად.   პროგრამის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე ბავშვების, მათ შორის საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების, სწავლისა და ქცევის გაუმჯობესება.  

 

ესტონეთის განათლების სისტემამ დაამტკიცა, რომ სამაგალითოა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის, რაც ასევე დადასტურდა ესტონელი მოსწავლეების უმაღლესი შედეგებით 2015 წლის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში. გამოცდილების გაზიარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, ესტონეთის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი დახმარებას გაუწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, კერძოდ: 


- მასწავლებელთა კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებაში ეროვნულ დონეზე ბავშვების ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, და

- ისეთი სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების მაღალ აკადემიურ მოსწრებას.

 

 

იუნისეფი/საქ-2017/ხიზანიშვილი


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს,  „ინოვე“-ს (ესტონეთის პროფესიულ ფონდს), გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და საპილოტე სკოლებს შორის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ძირითადად:

 

შემუშავდება ბაკალავრიატის და სამაგისტრო საფეხურის პროგრამები და დაინერგება საქართველოს უნივერსიტეტებში სკოლამდელი და ზოგადი განათლების მასწავლებლების მოსამზადებლად პროფესიული საქმიანობის წარმატებით დასაწყებად  და ასევე, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას სწავლების პერიოდშიც;

- დაინერგება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებითი კლასებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ინოვაციებს, სწავლების ახალ მიდგომებს და ციფრულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესებში, რაც ამოქმედდება რამდენიმე საპილოტე სკოლაში. მომავალში, ახალი სასწავლო გეგმა დაინერგება ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში. 

 

 

იუნისეფი/საქ-2017/ხიზანიშვილი


საქართველოს განათლების სისტემაში მრავალი რეფორმა გატარდა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში. აღნიშნული რეფორმები პროგრესულად შეფასდა, თუმცა დარჩა გამოწვევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, სწავლებისა და სწავლის პროცესები და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. საგანმანათლებლო სისტემაში კვალიფიციური, მოტივირებული და აღჭურვილი სამუშაო ძალის შექმნა ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია, რასაც ეფუძნება სკოლებში მოსწავლეთა მაღალ სასწავლო მიღწევები. უნივერსიტეტების როლი არსებითია ახალი კვალიფიციური კადრების უზრუნველსაყოფად სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემაში და მასწავლებელთა მოსამზადებლად პროფესიული საქმიანობის დასაწყებად.    

 

***

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: 599 53 30 71 ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org    

www.unicef.ge

Join / Follow / Connect