შემცირდა არასრულწლოვნებთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები და გაიზარდა განრიდების მაჩვენებელი
შემცირდა არასრულწლოვნებთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები და გაიზარდა განრიდების მაჩვენებელი

 

31 ოქტომბერი, 2017 წელი. თბილისი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები, კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეების ანგარიში, განრიდების შემთხვევების კრიმინოლოგიური ანალიზი და დაზარალებული არასრულწლოვნების შესახებ მონაცემები - ეს არის მთავარი თემები კონფერენციისა, რომელიც საქართველოს პროკურატურაში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, იმართება ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარების შესახებ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.


შეხვედრას ესწრებიან  საქართველოს მთავარი პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.


2016-2017 წლებში გაიზარდა არასრულწლოვანთა მიმართ დევნის ალტერნატიული მექანიზმის - განრიდების გამოყენების მაჩვენებლი; შემცირდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, არასრულწლოვანთა დაკავების, მათ მიმართ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევები; შემცირებულია ასევე არასრულწლოვანთა საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღების ვადები. განრიდების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის  მაჩვენებელი დაბალია, რაც პროგრამის ეფექტიანობაზე მიუთითებს.  ლშეკრულების ვადის ამოწურვიდან 3 წლის ვადაში განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა განრიდებული ახალგაზრდების მხოლოდ 9%-მა.


იუნისეფი, ევროკავშირის მხარდაჭერით, განაგრძობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელების ხელშეწყობას მართლმსაჯულების სისტემის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით. კერძოდ, მიმდინარეობს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაცია, ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების სისტემაში, ხარისხის  რეგულარული მონიტორინგის მექანიზმის გამართვა, მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვების სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაცია ქვეყნის მასშტაბით.

 

***

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მაია ქურციკიძეიუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში 

მობილური: + 995 599 53 30 71 ელ-ფოსტაmkurtsikidze@unicef.org www.unicef.ge

Join / Follow / Connect