სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, თუმცა გაიზარდა ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, ამბობს იუნისეფის ახალი კვლევა
სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, თუმცა გაიზარდა ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, ამბობს იუნისეფის ახალი კვლევა
იუნისეფი/საქ-2016/ხეთაგური

 

მიმდინარეობს იუნისეფის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები 


თბილისი, საქართველო, 21 ნოემბერი, 2016 . - ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს; მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან - ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი.  

 

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2015 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლები.    

 

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში სოციალური ტრანსფერების, განსაკუთრებით კი, პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით,” აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა  საქართველოში. “სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფადსაქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას  მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების წინაშებავშვის უფლებათა დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს - და არსებითია უფრო ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის, სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა.“     

 

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია

 

  • ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ბავშვთა სიღარიბის დონე დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში.  

 

  • უკიდურესი სიღარიბის (1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც სამ ლარზე ნაკლებიადონე შემცირდა 2013 წელთან შედარებით 3.9-დან 2.1 პროცენტამდე მოსახლეობაში, ხოლო 6-დან 2.5 პროცენტამდე - ბავშვებში.   

 

  • ზოგადი სიღარიბის (ზოგადი სიღარიბის ზღვარია დღეში 2.5 აშშ დოლარი, დღეში დაახლოებით 5 ლარზე ნაკლები) დონე მოსახლეობაში 2013 წლის 24.6 პროცენტიდან 18.4 პროცენტამდე, ხოლო ბავშვებში 28.4-დან 21.7 პროცენტამდე შემცირდა

 

  • იმატა ადამიანთა მიერ სიღარიბეში ყოფნის სუბიექტურმა განცდამ. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა ძირითად პრობლემებად, რასაც მოსახლეობა აწყდება.  

 

  • ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მთავარ კომპონენტად რჩება.  

 

  • 3-5 წლის ბავშვების საბავშვო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი 2015 წელს 62.3 პროცენტამდე გაიზარდა 2013 წლის 57.9 პროცენტთან შედარებით

 

ყველა ბავშვს აქვს უფლება გაიზარდოს ჯანმრთელი და ძლიერი, იყოს განათლებული და დაცული, ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობები ცხოვრებაში, როგორც სხვა ბავშვებს,” ამბობს ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „ჩვენი ვალდებულებები ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით უნდა შეესატყვისებოდეს ჩვენს ქმედებებს თითოეული ბავშვისათვის. სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია შემუშავდეს ბავშვის უფლებათა დაცვის მრავალმხრივი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს  სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების უფრო ძლიერ სისტემებს საქართველოში თითოეული ბავშვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.“  

 

 

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის პრეზენტაცია ნაწილია გაეროს ბავშვთა ფონდის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება ლიტერატურული კამპანიაპატარა ისტორიები“, საჯარო დისკუსიები, სტრიტ არტი თემაზეყველა ბავშვისთვის, იმედი“, კონკურსი ვიზუალური ხელოვნების სტუდენტებისთვის, 70 წლისთავისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენას, მწერალთა მიერ პატარა ისტორიების წაკითხვას, ბავშვთა პარაორკესტრს, თეატრალურ წარმოდგენას და მუსიკას

 

კვლევის ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2fTgqr4


კვლევის მოკლე ანგარიში

 

 

###

 

ინფორმაცია რედაქტორებისთვის:



გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფისშესახებ

 

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან

 

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მის მიერ ბავშვბისთვის გაწეული მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ტელ:  +995 32 2251130, მობ:  599 53 30 71 mkurtsikidze@unicef.org


Join / Follow / Connect