იუნისეფის ბავშვებისთვის მოღვაწეობის 70 წლისთავი საქართველოში
იუნისეფის ბავშვებისთვის მოღვაწეობის 70 წლისთავი საქართველოში
UNICEF/Geo-2016/Khetaguri

 

თბილისი, საქართველო, 12 დეკემბერი, 2016 . გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგნელობამ საქართველოში პარტნიორებთან და ბავშვებთან ერთად აღნიშნა ორგანიზაციის 70 წლისთავი 12 დეკემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაეროს სააგენტოების თანამშრომლები, ხელოვანები და მუსიკოსები, ბავშვები და ახალგაზრდები. ასევე, ღონისძიებას შეუერთდა საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა.

 

70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იუნისეფის ფოტო გამოფენა „70 წელი, ყველა ბავშვისთვის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ლიტერატურული კამპანიაპატარა ისტორიებისავტორებმა წაიკითხეს საკუთარი ისტორიები,   სახის მოხატვა,  სურვილების ხე, შესრულდა ბავშვთა პარაორკესტრის მიერ რამდენიმე მუსიკალური ნომერი, გაიმართა მოძრაობის თეატრის წარმოდგენა და მუსიკალური ბენდის კონცერტი

 

იუნისეფი/საქ-2016/ხეთაგური

 

საღამოს უძღვებოდა ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი და ახალგაზრდა მომღერალი, იუნისეფისიმეჯინისკამპანიის მონაწილე ირინა ხეჩანოვი

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში, ლაილა ომარ გადი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, რენატე ვინტერი. ღონისძიებაზე გაჟღერებული მთავარი სიახლე იყო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადება ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ.  საბჭოს მთავარი მიზანია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების  ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავება ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი

 

laila.jpg

 

writers.jpg

 

იუნისეფის ლიტარატურული კამპანიაპატარა ისტორიებისმონაწილე მწერლებმა დიანა ანფიმიადიმ, პაატა შამუგიამ და ვასილ გულეურმა წაიკითხეს საკუთარი პატარა ისტორიები. იუნისეფმა შეკრიბა კამპანიის ფარგლებში ქართველი მწერლების დაწერილი ოცივე ისტორია და გამოსცა პუბლიკაცია, რომელიც ღონისძიებისას გავრცელდა

 

შედეგიანი ინკლუზიური განათლების სისტემა ყველა ბავშვს“, იყო დიანა ანფიმიადის გზავნილი; „ბავშვებს ვუსურვებ, მისდიონ თავიანთ წარმოსახვებსეგ ყველაზე საიმედო მეგზურია“, თქვა პაატა შამუგიამ. „ხშირად გვავიწყდება, რომ ოდესღაც ჩვენც ბავშვები ვიყავით“, აღნიშნა ვასილ გულეურმა.

 

ღონისძიებაზე სტუმრებს ხვდებოდნენ იუნისეფის მოხალისეები თხოვნით, ბავშვებთან დაკავშირებით საკუთარი სურვილები დაეტოვებინათ სპეციალურ სურვილების ხეზე.  

 

khe.jpg

 

იუნისეფის 70 წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებებს შორის იყო ასევე, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის პრეზენტაცია; საქართველოს მწერლის სახლთან თანამშრომლობითპატარა ისტორიებისლიტერატურული კამპანია; საჯარო დისკუსია ხელოვნებასა და ლიტერატურაში სოციალური საკითხების ასახვის შესახებ; კედლის მხატვრობა კონცეფციაზეყველა ბავშვისთვის, იმედი“; სამხატვრო კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენთა შორის.

 

ვიდეო ღონისძიების შესახებ:


 

 

 

ფოტოალბომი Facebook-ზე: http://bit.ly/2gIL5GS

Join / Follow / Connect