გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის მუშაობის 70 წლისთავს აღნიშნავს
გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის მუშაობის 70 წლისთავს აღნიშნავს
ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების პირველი ელჩი, დენი ქეი 1954 წელს ბრუკლინში (ნიუ-იორკი), მის მშობლიურ #149 სკოლაში

 

ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მსოფლიოს უდიდესი ორგანიზაცია დაარსდა 1946 წლის 11 დეკემბერს მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების დახმარების და მათთვის იმედის მიცემის მიზნით 


ძველი და ახალი ფოტოების სანახავად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://uni.cf/2gbAE3e 


ნიუ იორკი, თბილისი, 11 დეკემბერი, 2016 . – დაარსების 70-ე წლისთავზე გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) აღნიშნავს იმ უზარმაზარ მიღწევებს, რაც გაკეთდა მსოფლიოს ბავშვებისთვის და კვლავ საგანგებოდ მოუწოდებს ყველას, დაეხმარონ მილიონობით ბავშვს, რომელთა სიცოცხლე და მომავალი დგას კონფლიქტის, კრიზისის, სიღარიბის, უთანასწორობის და დისკრიმინაციის საფრთხის წინაშე.

 

იუნისეფი დაარსდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რათა დახმარება გაეწია და იმედი მიეცა ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა ის და თუ რა როლი ითამაშა ამ ქვეყანამ ომში. დღეს ჩვენი მისია არანაკლებ აუცილებელი და უნივერსალურია,“ აღნიშნა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი ლეიკმა. „როდესაც მსოფლიოში ამდენი ბავშვია ასეთ გასაჭირში, ჩვენ კვლავ ვიღებთ ვალდებულებას მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს თითოეული ბავშვისთვის.“   

 

 

ორგანიზაცია დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ომის შემდგომ ევროპაში, ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში ბავშვების დასახმარებალად. მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და მოქალაქეების  ნებაყოფილობითი შემოწირულობების მეშვეობით  იუნისეფი სწრაფად აფართოებდა მოქმედების არეალს და 1955 წელს უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობდა ბავშვებისთვის

 

დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მსოფლიოს უდიდესი ორგანიზაციაა, რომელიც პარტნიორებთან ერთად საქმიანობს 190 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზე და 13 000 ადგილობრივი და უცხოელი თანამშრომლის მეშვეობით ემსახურება ყველა ბავშვს

 

მსოფლიოს ურთულეს ადგილებში იუნისეფის დაჟინებულმა მოღვაწეობამ  ხელი შეუწყო ბავშვებისთვის მნიშვნელოვან მიღწევებს უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე. ბოლო 25 წელიწადში განახევრდა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ასობით მილიონმა ბავშვმა თავი დააღწია სიღარიბეს, სკოლის მიტოვების მაჩვენებლები დაწყებითი განათლების საფეხურზე 40-ზე მეტი პროცენტით შემცირდა 1990 წლის შემდეგ.  

 

  • 1940-იან წლებში იუნისეფი უზრუნველყოფდა საგანგებო დახმარებას საკვებით, ძირითადად რძის სახით ომის შემდგომი ევროპის ბავშვებისთვის. 2015 წელს ორგანიზაცია და მისი პარტნიორები 2,9 მილიონ ბავშვს ეხმარებიან მსოფლიოში კვების მწვავე დეფიციტის აღმოსაფხვრელად

 

  • 1950-იან წლებში იუნისეფის იმუნიზაციის პირველი კამპანიები ტუბერკულიოზსა და ფრამბეზიას ებრძოდა. 2015 წელს ორგანიზაციამ ვაქცინის 2,8 მილიარდი  დოზა შეიძინა და პარტნიორებთან ერთად, მსოფლიოს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა 45 პროცენტი დაიცვა  სხვადასხვა სახის მომაკვდინებელი დაავადებისგან.  

 

  • 1953 წელს იუნისეფმა პირველად დაიწყო წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროგრამის განხორციელება. 1990-2015 წლებში 2,6 მილიარდმა ადამიანმა მიიღო წვდომა გაუმჯობესებულ სასმელ წყალზე, ხოლო 2,1 მილიარდამა კი გაუმჯობესებულ სანიტარიულ პირობებზე

 

  • 1961 წელს იუნისეფმა გააფართოვა პროგრამული არეალი და მუშაობა დაიწყო ბავშვთა განათლებისთვის. 2015 წელს მან და მისმა პარტნიორება 7,5 მილიონ 3-დან18 წლამდე ბავშვს მისცა ფორმალური თუ არაფორმალური საბაზისო განათლების მიღების საშუალება.

 

  • 1989 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელიც აღნიშნავს, რომ ყველა ბავშვი უნდა იყოს რეგისტრირებული დაბადებისას, რომ დადგინდეს მათი ვინაობა კანონის თანახმად და შესაბამისად, დაცული იყოს მათი უფლებები. 2015 წელს იუნისეფმა ხელი შეუწყო 9,7 მილიარდზე მეტი ბავშვის დაბადების რეგისტრაციას 54 ქვეყანაში

 

  • 1998 წელს იუნისეფი გახდადავამარცხოთ მალარიაპარტნიორობის დამფუძნებელი წევრი. კამპანია ხელს უწყობს მალარიის მკურნალობას, კვლევას და ისეთი დამცავი ზომების გავრცელებას, როგორიცაა მწერების საწინააღმდეგო საშუალებით დამუშავებული დამცავი ბედეები ლოგინებითვის. 2015 წელს იუნისეფმა 22,3 მილიონი საწოლის ბადე შეიძინა ბავშვების და ოჯახების დასაცავად 30 ქვეყანაში

 

  • დაარსების დღიდან იუნისეფმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ათასობით საგანგებო ვითარების შედეგად დაზარალებულ ბავშვებს. 2015 წელს იუნისეფმა და მისმა პარტნიორებმა 11,3 მილიონი ბავშვი აცრეს წითელას წინააღმდეგ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში; საგანგებო ვითარებაში მყოფი 4 მილიონი ბავშვი უზრუნველყოფილი იქნა ფორმალური თუ არაფორმალური საბაზისო განათლებით; ხოლო კონფლიქტების და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულ 2 მილიონ ბავშვს გაეწია ფსიქოლოგიური დახმარება.   

 

 

შთამბეჭდავი პროგრესის მიუხედავად, მილიონობით ბავშვი ჯერ კიდევ მოკლებულია სხვადასხვა შესაძლებლობას, რადგან ცხოვრობს სიღარიბეში ან ძნელად მისაწვდომ თემში, ან ასეთ მდგომარეობაშია მისი სქესის, რასის, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო. 250 მილიონამდე ბავშვი იზრდება კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში, ხოლო 50 მილიონამდე ბავშვმა იძულებით მიატოვა საკუთარი სახლი.  

 

იუნისეფის ხედვა შემდეგი 70 წლის მანძილზე არის ისეთი სამყარო, რომელსაც აღარ დაჭირდება ჩვენი მუშაობა - სამყარო, სადაც ყველა ბავშვი არის ჯანმრთელი, განათლებული, მზრუნველ, უსაფრთხო  და დაცულ გარემოში ... და ყველა ბავშვს შეუძლია მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი,“ ამბობს ლეიკი. „ ეს არის სწორი და ყველაზე გარანტირებული გზა ყველა ჩვენგანის უკეთესი მომავლისკენ.“ 

 

###

 

კომენტარი რედაქტორებისთვის:

 

იუნისეფის 70 წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებებში შედის:

 

  • ახალი პუბლიკაციაყველა ბავშვისთვის, იმედი: იუნისეფი@70, 1946-2016 (For Every Child, Hope: UNICEF@70 1946-2016), რომელიც აღწერს ორგანიზაციის 70 წლიან მუშაობას ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის;
  • ახალი გლობალური ინსტიტუციური იდენტობის პრეზენტაცია ერთიანი კონცეფციის ფარგლებში - იუნისეფი ყველა ბავშვისთვის, რომელიც აქცენტს აკეთებს იუნისეფის მანდატის უნივერსალობაზე და ყველაზე დაუცველი და გარიყული ბავშვების დახმარების მწვავე საჭიროებაზე; და 
  • იუნისეფის განახლებული გლობალური ვებ-გვერდის www.unicef.org-ის პრეზენტაცია 

 

საქართველოში:

 

  • მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ღონისძიებაზე მოხდება ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შესახებ საზოგადოების ინფორმირება
  • საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობენ ლიტერატურული კამპანიაპატარა ისტორიებისმონაწილე მწერლები, ბავშვთა პარაორკესტრი, მოძრაობის თეატრი და ჯგუფილაუდსფიქერსი’. ღონისძიებაზე მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა და იუნისეფის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.  

 

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფისშესახებ

 

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან

 

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მის მიერ ბავშვბისთვის გაწეული მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71,  ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org 


Join / Follow / Connect