საქართველოს საპატრიარქო და გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებენ ახალ თანამშრომლობას ბავშვთა უფლებებისთვის
საქართველოს საპატრიარქო და გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებენ ახალ თანამშრომლობას ბავშვთა უფლებებისთვის
იუნისეფი/საქ-2016/ხეთაგური
მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში, ლაილა ომარ გადი აღნიშნავენ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას

 

თბილისი, საქართველო, 19 დეკემბერი, 2016 . საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) სამწლიანი თანამშრომლობის ძირითადი მიზანია ერთობლივი ადვოკატირება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის საქართველოში. თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.  


ბავშვთა დაცვა ძალადობისა და უგულვებელყოფისგან; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; დაუცველი ბავშვებისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გაუმჯობესებული წვდომა ხარისხიან სოციალურ მომსახურებაზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი სტიგმის აღმოფხვრა - არის ის ძირითადი სფეროები, რომლებსაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოსა და იუნისეფის თანამშრომლობა

 

იუნისეფი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს რელიგიურ თემებთან ბავშვთა კეთილდღეობის ხელშესაწყობად და მეტად ვაფასებთ საქართველოს საპატრიარქოს მზადყოფნას ითანამშრომლოს ჩვენთან ბავშვთა უფლებების დასაცავად,“ აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში. “ბავშვის უფლებათა კონვენცია ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც იზიარებს. ესენია: ფუნდამენტური რწმენა ბავშვის ღირსების შესახებ; განსაკუთრებული ყურადღება ოჯახზე, როგორც ბავშვის აღსაზრდელად საუკეთესო გარემოზე; დიდი უპირატესობის მინიჭება ბავშვებისთვის და იმ იდეისთვის, რომ საზოგადოების ყველა წევრს აქვს უფლებები და მოვალეობები ბავშვთა მიმართ. იუნისეფი მზად არის ითანამშრომლოს საპატრიარქოსთან საქართველოში ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის.“   

 

იუნისეფი/საქ-2016/ხეთაგური

 

იუნისეფი/საქ-2016/ხეთაგური

 

რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს მჭიდრო და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აქვთ თავიანთ თემებთან და ხშირად, მჭიდრო კავშირები არსებობს თემის ყველაზე დაუცველ წევრებთან. ამდენად, მათ კარგი შესაძლებლობა აქვთ აღმოფხვრან ის უთანასწორობა, რომელიც უკავშირდება სოციალურ ნორმებს, ქცევას და პრაქტიკას, რომელიც გავლენას ახდენს გარკვეული სერვისების ხელმისაწვდომობაზე ან ამძაფრებს დისკრიმინაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ყველაზე დაუცველი ადამიანიების უფლებათა რეალიზაციის საქმეში

 

იუნისეფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიგიურ თემებთან თანამშრომლობა უღარიბესი, ყველაზე დაუცველი და ძნელად მისაწვდომი ბავშვებისა და ოჯახების დასაცავად. ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში იუნისეფი მოახდენს ეკლესიის წარმომადგენელთა ინფორმირებას ბავშვის უფლებათა კონკრეტული საკითხების შესახებ და ითანამშრომლებს მათთან საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა  და ბავშვთა კეთილდღეობის გაძლიერებისათვის ერთობლივი ადვოკატირების   მეშვეობით.  

 

იუნისეფი/საქ-2016/ხეთაგური

 

იუნისეფი/საქ-2016/ხეთაგური

 

2017 წლის გეგმა ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც უხელმძღვანელებს ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებას ინფორმირებულობის ამაღლებისა და ადვოკატირებისთვის, ეპარქიების დონეზე მრგვალი მაგიდის დისკუსიის ორგანიზებას, საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ერთობლივ ძალისხმევას და საქართველოს საპატრიარქოს ტექნიკურ დახმარებას ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გასაუმჯობესებლად.  

 

 

###

 

კომენტარი რედაქტორებისთვის:

 

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფისშესახებ

 

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან

 

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71,  ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org 

 

 

 

Join / Follow / Connect