ბლოგერების კონკურსი ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში
ბლოგერების კონკურსი ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში

 

ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანიას, „დაასრულე ძალადობა“  რომელიც წლის ბოლომდე გრძელდება და მიზნად ისახავს ბავშვთამიმართძალადობის საკითხებთან დაკავშირებულისოციალურინორმებისცვლილებას. 


ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირება, საზოგადოების მიერ ამ მოვლენის სრულად გაცნობიერება და ძალადობის მიმართ ნეგატიური განწყობის ფორმირება შეუძლებელია არსებული სოციალური ნორმების ტრანსფორმაციის გარეშე. სოციალური ცვლილებაზე ორიენტირებული კომუნიკაცია მოიცავს დისკუსიისა და დიალოგის გზით საზოგადოებაში კონკრეტული საკითხის შესახებ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, არსებული ნორმების გადახედვას და მათზე მსჯელობას, ახალ სოციალურ ნორმებზე შეთანხმებას და მათ დამკვიდრებას. 


კამპანია ინიცირებას გაუკეთებს საზოგადოებრივი დიალოგის პროცესს და შექმნის ქვეყანაში კრიტიკულ მასას შემდგომი ცვლილებების ხელშეწყობისათვის. კამპანიის ამოცანაა, მეტმა ადამიანმა, განსაკუთრებით ახალაგაზრდებმა, შეიტყოს და მიმართოს აღზრდის ალტერნატიულ, პოზიტიურ მეთოდებს და ქვეყანაში შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც ცვლილებების გამტარები იქნებიან სოციალური ნორმების ტრანსფორმაციის პროცესში.


ამ პროცესში ჩართვის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდი იწვევს ახალგაზრდებს (14-24 წელი) ბლოგერების კონკურსში მონაწილეობისათვის. 


კონკურსი ითვალისწინებს ბავშვზე ძალადობის თემატიკაზე ბლოგების მომზადებას.


კონკურსის პირობები:


  • ბლოგის ავტორი უნდა იყოს 14-24 წლის
  • სასურველია, ბლოგი ეფუძნებოდეს პირად გამოცდილებას, აღწერდეს ძალადობის თემატიკასთან დაკავშირებულ სიტუაციას და დამოკიდებულებას არსებული სოციალური ნორმების მიმართ. 
  • ბლოგის ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ქართული შრიფტით, და შეადგენდეს მინიმუმ 700 და მაქსიმუმ 1000 სიტყვას
  • ბლოგის გამოგზავნის ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი

 

შემოთავაზებული თემები:


რა არის ძალადობა? როგორია მისი ფორმები?


  • როგორ შეიძლება მოვიქცეთ, როცა ძალადობის მსხვერპლი ვართ?
  • როგორ შეიძლება ძალადობის პრევენცია?
  • როგორ ვიქცევით, თუ ბავშვზე ძალადობას შევესწარით?
  • სად გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვის მიმართ ძალადობა?
  • როგორ შეიძლება სკოლაში ძალადობრივი გარემოს შეცვლა?
  • რა შეიძლება იყოს ძალადობრივი აღზრდის ალტერნატივა?
  • რა არის პოზიტიური აღზრდა?
  • როგორ გადავჭრათ პრობლემები არაძალადობრივი გზებით?

 

შერჩეული ბლოგები განთავსდება გაეროს ბავშვთა ფონდის ვებ-გვერდზე, ხოლო გამარჯვებული 3 ტექსტი ითარგმნება ინგლისურად და გაიგზავნება იუნისეფის გლობალურ საიტზე Voices of Youth, სადაც შერჩევის შემთხვევაში, მას ათიათასობით მკითხველი ნახავს, მთელი მსოფლიოდან.


გთხოვთ, 2018 წლის 29 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ბლოგები შემდეგ ელ-ფოსტაზე: schaava@unicef.org


დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სოფო ჭაავას ტელეფონზე: 577-042288

Join / Follow / Connect