© იუნისეფი/საქართველო/ამურველაშვილი

 

ახალგაზრდობა და მონაწილეობა


• ახალგაზრდების დახმარება მათი პოტენციალის სრული რეალიზაციის მიზნით


• მოზარდებისა და ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მაქსიმალური მოცვა


• მთავრობის მიერ ყველა დონეზე ახალგაზრდების აზრის გათვალისწინება


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ, იუნისეფის მხრდაჭერით, შეიმუშავა პირველი ყოვლისმომცველი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. ეროვნულ ახალგაზრდულ პოლიტიკაში ასახულია გრძელვადიანი ხედვა და განსაზღვრულია სათანადო მექანიზმები ახალგაზრდების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მათ მხარდასაჭერად და მათი პოტენციალის სრულად გამოსავლენად. ჩვენ ასევე ვეხმარებით სამინისტროს, ახალგაზრდებისათვის, მათ შორის ყველაზე დაუცველი ჯგუფებისათვის, ხელმისაწვდომი მომსახურებების ელექტრონული მონაცემთა ბაზის შემუშავებაში, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ განახლებული ინფორმაცია მათ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.


შემდგომი გეგმები ითვალისწინებს ახალგაზრდებსა და მთავრობას შორის დიალოგის ხელშეწყობას ყველა დონეზე და მთავრობის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართვას.

 

Join / Follow / Connect