© იუნისეფი/საქართველო/ამურველაშვილი

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება


• ბავშვების განრიდება თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან


• ბავშვთა უფლებების დაცვა სამართლის სისტემაში


• სამართლის სფეროს პროფესიონალების ტრენინგი


იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ისეთი სისტემის დამკვიდრებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ორიენტირებულია კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებათა დაცვაზე. ჩვენ ვცდილობთ, როდესაც შესაძლებელია, ბავშვები არ მოხვდნენ ციხეში და რომ სისხლის სამართლის სისტემის ყველა სფეროში მომუშავე სპეციალისტებმა გაიარონ მომზადება ბავშვებთან ურთიერთობასა და ბავშვისადმი კეთილგანწყობილი პროცედურების გამოყენების საკითხში. ამ მიზნით, იუნისეფი თანამშრომლობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფთან, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებსა და სხვა პარტნიორებთან.


ჩვენ მხარს ვუჭერთ პროგრამებსა და პოლიტიკას, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის პრევენციაზე და უზრუნველყოფს პატიმრობასა და პრობაციაში მყოფი ბავშვების უფლებების  დაცვას. ჩვენი მიზანია არ მოხდეს ბავშვების კრიმინალიზაცია და არსებობდეს პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვების მიერ სამართალდარღვევის პრევენციას; გამოიყენებოდეს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივები, როგორებიცაა განრიდება და მედიაცია, მსხვერპლისათვის კომპენსაციის გადახდა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

Join / Follow / Connect