© იუნისეფი/საქართველო/კანო

 

 ბავშვთა მიმართ ძალადობა


• ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება


იუნისეფის დახმარებით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა ეროვნული მექანიზმი, რომელიც პოლიციას, სკოლებს, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებს ავალდებულებს, სავარაუდო ან რეალური ძალადობის შემთხვევები გადაამისამართონ  სახელმწიფო სოციალურ მუშაკებთან. აღნიშნული მექანიზმი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ზომების მიღებას. 


ამჟამად ვცდილობთ გაძლიერდეს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის არსებული  მექანიზმი და გაუმჯობესდეს კოორდინაცია ჯანდაცვის, განათლებისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის;  გადამზადდნენ ექიმები, მასწავლებლები და პოლიციელები, რათა მათ დროულად გამოავლინონ ძალადობის შემთხვევები და აღმოუჩინონ ბავშვებს სათანადო დახმარება. ამასთანავე, ჩვენი მიზანია სისტემის გაფართოება, რათა მან მოიცვას რისკის ქვეშ მყოფი ის ახალგაზრდებიც, როგორებიც არიან ქუჩის ბავშვები და პოტენციური კანონდამრღვევი ბავშვები. თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ასევე ვცდილობთ გაიზარდოს იმ უწყებათა რაოდენობა, რომლებსაც ბავშვთა მიმართ  ძალადობის ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება შეუძლიათ (მაგ., საბავშვო ბაღები).

 

Join / Follow / Connect