© იუნისეფი/საქართველო/ამურველაშვილი
 

პერინატალური და დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობა


• ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა


• პერინატალური მომსახურების გაუმჯობესება


• დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე მშობლებისა და მომვლელების ინფორმირება


იუნისეფის მიზანია ახალშობილთა და ჩვილთა სიკვდილობისა და ავადობის შემცირება. ჩვენ ვთანამშრომლობთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაუმჯობესდეს პერინატალური მომსახურების ხარისხი. კერძოდ, ვეხმარებით ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთათვის ყველა დონეზე შემუშავდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინები და პროტოკოლები; ვთავაზობთ კონსულტაციებსა და პროფესიონალთა მომზადებას. იუნისეფი ასევე, თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან პერინატოლოგიის სფეროში საბაკალავრო და სამაგისტრო  სასწავლო პროგრამების დახვეწის მიზნით.


ამასთანავე, ვცდილობთ, მშობლებმა და მომვლელებმა კარგად იცოდნენ, როგორ დაიცვან დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობა და უზრუნველყონ ბავშვების სრულყოფილი განვითარება მათთვის კრიტიკულ ადრეულ ასაკში. ჩვენი დახმარებით შემუშავდა და ვრცელდება „ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი“, რომელიც მოიცავს ძირითად ინფორმაციას ბავშვის მოვლის შესახებ, ხოლო მშობლებსა და მომვლელებს ეგზავნებათ ტექსტური შეტყობინებები ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებასა და სასარგებლო პრაქტიკასთან დაკავშირებით. 

Join / Follow / Connect