© იუნისეფი/საქართველო/ამურველაშვილი

 

ინკლუზიური განათლება


• სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის განათლებისა და სპორტის ხელმისაწვდომობა


• ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისათვის განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში


იუნისეფი თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თბილისის  სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართვის მიზნით. იუნისეფი ეხმარება მთავრობას, რათა ინკლუზიური განათლება გავრცელდეს სკოლებზეც და განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჩაერთონ სპორტულ აქტივობებშიც.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იუნისეფი ცდილობს ინოვაციური სასწავლო პროგრამების დანერგვას, რაც განათლების სფეროს პროფესიონალებს ეხმარება სპორტის, თამაშისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების პოპულარიზაციაში ყველა ბავშვისათვის, განურჩევლად მათი სასწავლო საჭიროებებისა და შეზღუდული უნარებისა. 


იუნისეფი ასევე თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რათა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, გაიზარდოს მოთხოვნა ხარისხიანი განათლების მიღებაზე და მოხდეს ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტეგრაცია საზოგადოებაში.

Join / Follow / Connect