© იუნისეფი/საქართველო/ცხვირაშვილი

 

კატასტროფების რისკის შემცირება


• ბუნებრივი კატასტროფებისათვის მზადყოფნის სასწავლო გეგმაში ჩართვა  


• საზოგადოების დახმარება კატასტროფებისათვის მზაობისა და მათზე რეაგირების საკითხებში


იუნისეფი ეხმარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბუნებრივ კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები ჩართული იყოს საგანმანათლებლო პოლიტიკასა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ თემებსა და ინსტიტუციებს უკეთ მოემზადონ ბუნებრივი კატასტროფებისათვის, შეამცირონ მათ მიერ მიყენებული ზიანი, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და შექმნან ბავშვებისათვის უფრო უსაფრთხო და დაცული გარემო.  


ახლა უკვე V-IX კლასების ყველა მოსწავლე სწავლობს გარემოს დაცვის, კლიმატური ცვლილებებისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებს სპეციალური სადამრიგებლო საათის ფარგლებში და იძენს საბაზისო ცხოვრებისეულ უნარებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბუნებრივ კატსტროფამდე, მის დროს და მას შემდეგ.

 

Join / Follow / Connect